agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

geobana1      geobana2 
 geobana3      geobana4
 geobana5      geobana6
 bann9      bann6
       
bann7     ban8
bann201      ban ge24
 ban ge23      ban ge21
 ban ge22      
 


 

logo_bntu.png

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების  სტუდენტებს  სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში

 მონაწილეობის მისაღებად

საქართველო, ბათუმი, მახინჯაური.

19 მაისი, 2018 წელი

სექციები:

v  საზღვაოსნო მეცნიერებები;

v  ლოგისტიკა;

v  ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

v  ბიზნესის ადმინისტრირება;

 

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

ლალი ხვედელიძე, ბნსუ-ს კანცლერი;

ქეთევან გოლეთიანი , ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

ეკატერინე მუსხაჯბა,  ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი;

ნინო ბერიძე , ბნსუ-ს ლოგისტიკის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გამგე, ასოც. პროფესორი;

ნაირა ტაბიძე , ბნსუ-ს ჰუმანიტარულ და  სოციალურ მეცნიერებათა კათედრის გამგე, პროფესორი;

ვახტანგ თავბერიძე, ბნსუ-ს ნავიგაციის კათედრის გამგე, პროფესორი;

როლანდ რიჩკოვი, ბნსუ-ს მექანიკის კათედრის გამგე, პროფესორი;

ლევან ვარადაშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე;

მიხეილ არველაძე, ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის მაგისტრი;

რეზო კალაჯიშვილი, სტუდენტი;

თორნიკე წერეთელი, სტუდენტი;

სამეცნიერო საბჭო:

პარმენ ხვედელიძე, ბნსუ-ს რექტორი, პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარე;

ნათია მიქელთაძე, ბნსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი;

ბადრი გეჩბაია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი;

თენგიზ აფხაზავა, ბნსუ-ს პროფესორი;

ელიტა ხვედელიძე, ბნსუ-ს ასოც. პროფესორი.

მოთხოვნები: 

  1. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისსტუდენტებს;
  2. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას  არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული  თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
  3. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
  4. თეზისები და  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
  • შრიფტი ქართული ვერსიისათვის - Sylfaen; რუსული და ინგლისური - Sylfaen;
  • ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურ), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა)  - 14 Bold;  ძირითადი ტექსტი - 12; 
  • ინტერვალი - 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.

მნიშვნელოვანი თარიღები:

2018 წლის 13 აპრილი - კონფერენციაზე დარეგისტრირების  ბოლო ვადა;

2018 წლის 20 აპრილი - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;

2018 წლის 3 მაისი - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;

2018 წლის 19 მაისი, 11 საათი - კონფერენციის გახსნა.

ინფორმაცია მონაწილეთათვის:

  1. კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება, ხოლო კონფერენციის დასრულე­ბის შემდეგ ყველა მონაწილეს დაურიგდება სერთიფიკატი;
  2. მონწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;
  3. სხვა წალაქებიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული სტუდენტების დაბინა­ვე­ბას უზრუბნელყოფს ბნსუ;
  4. სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;
  5. დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 03.07.20.