agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

41096954_2103185639744953_3766892979533381632_n.jpg

2018 წლის 2 სექტემბერს, კვირას, საქართველოს საზღვაო ტერიტორიულ წყლებში, საერთაშორისო მარათონი “ოქროს საწმისის” და „ბათუმობის“ ტრადიციული დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ბეგლარ ელბაქიძის მესამე მსოფლიო საზღვაო-სარეკორდო მარათონი. მარათონის მეთავე-ორგანიზატორები არიან: საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი “გიორგი”,  საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია; ხოლო თანამდგომ-ხელშემწყობნი: აჭარის ა/რ ორგანიზაციები,  ვეტერანს პორტსმენთა კავშირი,  აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხაშურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.

58 წლის ქართველმა მორკინალმა, მუსიკოსმა და ხალხური ცურვის დიდოსტატმა, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ბეგლარ ელბაქიძემ, ზეზელა ანუ მხედრული, ხელებაღმართული სტილით (მარჯვენა ხელში ეჭირა საქართველოს ალამი, ხოლო მარცხენაში ბათუმის ემბლემა), ულასტოდ, შეუჩერებლად, სპეცკოსტიუმისა თუ სხვა დამხმარე საცურაო საშუალების გარეშე, მხოლოდ ფეხური ცურვით დაძლია 14 ოლიმპიური დისტანცია (14X1500=21000 მეტრი) – 21.0 კილომეტრი, 13 საათსადა 35 წუთში. სტარტი იყო ბათუმის შუქურა (08:45 საათი), ფინიში–ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ზღვის სანაპირო (22:20 საათი).

მარათონელს თავიდან ბოლომდე მიაცილებდა სამაშველო კატარღა "BRIG - 300", რომელზეც იმყოფებოდნენ: გემწამყვანი ლაშა რობჩინი, მაშველ-მყვინთავი კობა მჟავანაძე, საერთაშორისო სარეკორდო მოძრაობის დებულებით მოქმედი მსაჯთა კომისიის თავმჯდომარე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი დურსუნ ცინცაძე, მოჭიდავე, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, მარათონის მეგზურ-ლოცმანი ვახტანგ ბლაგიძე, საინფორმაციო სააგენტო „ასოიშიეიტიდ პრესის“ კორესპონდენტი, ოპერატორი გივი ფეიქრიშვილი და მარათონის ორგანიზატორ-კოორდინატორი გვანჯი მანია. კომისიის მეორე ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ბერიძე, გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შუქრი თავართქილაძე, ფეხბურთელი, გინესისა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი გოდერძი მახარაძე, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სწავლული მდივანი ქეთევან მგალობლიშვილი, მოცურავე, აჭარის მრავალგზის ჩემპიონი ლევან საგინაძე, სახმელეთო გზით გადაადგილდებოდა და საორგანიზაციო-ოპერატიულ საქმეებს წარმართავდა.

 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 17.09.18.