agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

46458115_2415525565124683_3501598278498123776_n.jpg

ტრეინიგი ,,გენდერული ნიშნით ძალადობა და შევიწროვება“
2018 წლის 13 სექტემბერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, გაეროს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში (UN Woman Georgia) და საქართველოს „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციამ”- (WISTA Georgia), რიგით მე-2 საერთაშორისო საზღვაო ფორუმის GIMF 2018 -ის ფარგლებში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის უმთავრესს მიზანს წარმოადგენს ქალბატონების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, ინტეგრაცია და მხარდაჭერა. 
მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman) აწარმოებს სოციალურ კამპანიას - 16 დღიან აქტივობას გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ. 
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 26 ნოემბერს, 16 საათზე, ბათუმის ნავიაციის სასწავლო უნივერსიტეტში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს წარმომადგენლობის (UN Woman Georgia) მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატი უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის გამართავს ტრეინინგს გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების საკითხებთან დაკავშირებით. #HearmeToo 
#საზღვაოტრანსპორტისსააგენტო

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 13.12.18.