ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
(შემდგომში - ბნსუ) აცხადებს ღია კონკურსს (შემდგომში - კონკურსი) შემდეგი
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- საზღვაო ინჟინერია: პროფესორი - 1 ვაკანსია;
- მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ინგლისური ფილოლოგია: ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია.
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორისაკადემიურიანმასთანგათანაბრებულისამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიურიმუშაობისარანაკლებ 6 წლისგამოცდილება,საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - უსდ) არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის შესაბამის დარგში: არანაკლებ 6 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
- ასოცირებული პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორისაკადემიურიანმასთანგათანაბრებულიხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიურიმუშაობისარანაკლებ 3 წლისგამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება,საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის შესაბამის დარგში: არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
- ასისტენტ-პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 4 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
- კონკურსანტმაუნდადააკმაყოფილოსშესაბამისივაკანსიისათვისდადგენილისაკონკურსომოთხოვნებიაკადემიურიანპროფესიულინიშნით.
- ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში აუცილებელია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) წარდგენა.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 23.01.2019;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 25.02 - 01.03.2019;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 04.03. - 06.03.2019;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 07.03.2019;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 11.03.-12.03.2019;
- საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 13.03.- 1
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 1
- კომკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 20.03.2019.
კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
- უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული სამეცნიერო-პედაგორიური გამოცდილების (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში:საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.);
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ/რუსულ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია;
- ინფორმაცია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების შესახებ (მიეთითება „კონკურსანტის ანკეტაში“);
- „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადაა (შრომითი ხელშეკრულების ვადა) განისაზღვროს: პროფესორისთვის - 10 წელი,ასოცირებული პროფესორისთვის - 10 წელი, ასისტენტ-პროფესორისთვის - 4 წელი.
საკონკურსო საბუთების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.).
კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში საპრეტენზიო განცხადებების მიიღება მოხდეს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნსუ-ს ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.).
კონკურსის წინასწარი და საბოლოო შედეგები გამოცხადდება ზემოთ მითითებულ ვადებში ბნსუ-ს ვებგვერდის (www.bntu.edu.ge) მეშვეობით.
კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირია ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. ნათია მიქელთაძე. საკონტაქტო ტელ.: +995 593 44 22 85; ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. , This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ