agia kart
sienc ka
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

  52877890_2566233843387187_9188287849173090304_n.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრონლებმა მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტების ტრენინგში  მიიღეს მონაწილეობა.  ,,ხარისხის შიდა აუდიტი ISO9001:2015; ISO19011:2011". - სემინარი ამ სახელწოდებით 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება როგორც აღნიშნული სტანდარტების განხილვა-შესწავლის პროცესს, ისე აუდირების ძირითადი წესების შესწავლას, პრაქტიკულ დავალებებსა და სავარჯიშოებს, შემაჯამებელ სესიასა და დასკვნით გამოცდას მოიცავდა. 

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ჩატარებულ ტრენინგს საზღვაო უნივერსიტეტების, საკრუინგო და ტურისტული  კომპანიების წარმომადგენლები ეწრებოდნენ. ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს  ბნსუ-ს რექტორის მრჩეველმა ხარისხის დარგში თამარ გვიანიშვილმა, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნათია მიქელთაძემ და ბნსუ-ს პროფესიული დეპარტამენტის ხარისხის კოორდინატორმა მზევინარ ძირკვაძემ.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 23.05.19.