agia kart
sienc ka
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

italy.jpg

“ბიზნესის მართვა, ინოვაცია და ტექნოლოგიები” – კონფერენციაში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართა. ბნსუ-ს მკვლევართა ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ პროფესორები: ნათია მიქელთაძე, ქეთევან გოლეთიანი, გიორგი გაბედავა და მოწვეულმა სპეციალისტი, პროფესორი ბადრი გეჩბაია.

ქეთევან გოლეთიანი, პროფესორი: „საერთაშორისო კონფერენციაზე 30-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი, საქართველოდან - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი. ღონისძიება მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სამომავლოდ შედეგის მომცემი იქნება. თემა, რომელზეც ჩვენმა შემადგენლობამ იმუშავა, დაწესებულების ხარისხის მართვის პროცესში ნაბიჯების წინ გადადგმას დააჩქარებს“ ბნსუ-ს მკვლევართა ჯგუფმა კონფერენციაზე წარადგინა ბნსუ-ს შიდა საგრანტო კვლევითი პროექტის ,,ორგანიზაციული კულტურის როლი სტრესების მართვის და კონფლიქტების დარეგულირების პროცესში - ქართული რეალობა და ევროპული გამოცდილება“ შუალედური შედეგების ამსახველი ნაშრომი, სახელწოდებით ,,ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები და უმაღლესი განათლების მენეჯმენტი საქართველოში“. ნაშრომი აბსტრაქტის გამოქვეყნებისთანავე მოექცა განსაკუთრებული დაინტერესების არეში.

ნათია მიქელთაძე, პროფესორი: „პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა თავად ორგანიზატორის- მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის მასშტაბურობას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის ქვეყნების და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სამეცნიერო წრეების დაახლოვებას და კომუნიკაციას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომაც ჩვენთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისაუბრეთ აქტუალურ თემებზე, გავცვალეთ გამოცდილება სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით, რაც ბნსუ-ს საქმიანობის პრიორიტეტია. 
თემა, რომელზეც ჩვენმა, ბნსუ-ს ოთხ კაციანმა შემადგენლობამ იმუშა, ხარისხის სისტემის დანერგვის შემდგომ ქართულ საგანმანათლებლო სფეროში განვითარებულ პროცესებს ეხებოდა. ჩვენი კვლევის შუალედური შედეგების მიხედვით, ბოლო 10 წლის მანძილზე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ამაღლდა მენეჯმენტის ხარისხი, რაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განათლების ხარისხის სისტემა დაინერგა.“

გიორგი გაბედავა, პროფესორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტატია ერთი წაკითხვით იქნა მიღებული, ეს დღეს არსებულ პრაქტიკაში ძალიან იშვიათობაა. ნაშრომს უკვე 110-მდე ნახვა აქვს- ესეც დიდი მიღწევაა. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო კონფერენცია იყო პლატფორმა სამეცნიერო მიმართულებით ცოდნის გაღრმავების, ეს იყო შესაძლებლობა არაფორმალური გამოცდილების გაზიარების, რადგან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია არაერთი კვლევითი ინსტიტუტისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.“

მკვლევარებმა მიიღეს წინადადება რამდენიმე მაღალი სამეცნიერო რეიტინგის მქონე ევროპული გამოცემისგან, კვლევის შემდგომი და საბოლოო შედგების გამოქვეყნებასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

XXI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზნესის მართვა, ინოვაცია და ტექნოლოგიები“ მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 17.05.19.