agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

upload_5v31qtbc5qfk7bpcjak3kuk2s4518509final.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე: სატრანსპორტო ლოგისტიკა

  • სწავლის საფასური - 2000 ლარი წელიწადში
  • პროგრამის მოცულობა - 120 (ECTS) კრედიტი
  • პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

 

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

 

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის (ტესტის ტიპი ოთხი კომპონენტიდან, გადალახოს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
  • ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში (ტესტისნიმუში) ან წარმოადგინოს  B 2.1  დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
  • ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში

*  შენიშვნა - კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე -შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზე.

კონკურსი მიმდნარეობს მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების მიხედვით. 


რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

  • განაცხადი რექტორის სახელზე (ადგილზე);
  • პირადობი სმოწმობა და მისიასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი. B კატეგორია;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
  • უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);


* შენიშვნა - საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.


მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 22.08.19.