agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

aaa.png

 

 

23 ოქტომბერს DAAD-ის წარმომადგენელი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენელი მაქსი ბორნმანი სტუდენტებსა და პერსონალს გააცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გრანტებს და სტიპენდიებს სთავაზობს DAAD-ი როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ / ადმიისტრაციულ პერსონალს გერმანიაში სწავლისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

შეხვედრა, რომელიც ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, 12 საათზე დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს. ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

DAAD აერთიანებს ადამიანებსა და მეცნიერებას. დაარსდა 1925 წელს ჰაიდელბერგში, სტუდენტების ინიციატივით, დღესდღეობით კი ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონდს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას. დაარსებიდან დღემდე DAAD-მა ორი მილიონი ადამიანი დააფინანსა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DAAD-ის საქმიანობა სცილდება მხოლოდ სტიპენდიების სფეროს: DAAD ხელს უწყობს გერმანული უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას, აძლიერებს საზღვარგარეთ გერმანისტიკას და გერმანულს, როგორც უცხო ენას, განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს ეხმარება კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების შექმნაში, იმავდროულად კონსულტაციას უწევს განათლების, მეცნიერებისა და განვითარების პოლიტიკის სფეროს ექსპერტებს.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. ბიუჯეტი სხვადასხვა ფედერალური სამინისტროების, პირველ რიგში კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროკავშირის სახსრებით ფინანსდება.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 16.10.19.