agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
ANEUBNTU 1  Logo EN
   

 

 

 
 5555.jpg
 
Erasmus+ საკონტაქტო სემინარი გაიმართა ქალაქ თბილისში. ღონისძიება მიმდინარე წლის 30-31 ოქტომბერს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით დაიგეგმა.
სემინარს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი ლალი ხვედელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა ესწრებოდნენ.
სემინარის ოფიციალური ნაწილი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელიმ, Erasmus+ საქართველოს ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა გახსნეს.
სემინარის მიზანი მომავალი კონკურსისათვის პარტნიორების მოძიება იყო. სემინარის ფარგლებში ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის 57 წარმომადგენელს უმასპინძლეს; ევროპელ კოლეგებს სემინარზე დახვდა საქართველოს 44 უნივერსიტეტის 100-მდე წარმომადგენელი.
სემინარის პირველ დღეს ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამართეს ზოგადი ხასიათის პრეზენტაციები თავიანთი საგანმანათლებლო სისტემისა და ზოგადად უნივერსიტეტის პროფილის შესახებ.
სემინარის მეორე დღეს დრო გამოყოფილი იყო კომუნიკაციისათვის (ე.წ. speed dating), ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტებს ჰქონდათ საშუალება, გაეცვალათ ინფორმაცია და ემსჯელათ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.
ამასთანავე, ყველა უნივერსიტეტს ჰქონდა საშუალება, წარედგინათ თავისი სარეკლამო მასალა.
ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, სემინარის ფარგლებში გამართა შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან და განიხილა სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
საკონტაქტო სემინარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
4444
1111
6666
5555
88888
77777
888888889999
essssss

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 21.11.19.