agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
ANEUBNTU 1  Logo EN
   

 

 

74701701_414054566205880_1502121866398007296_n.jpg

 

ბათუმში ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ხელშეწყობით ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციისა და კვალის დადგენის სისტემის გამოყენების (LRIT) ტრეინინგი დაიწყო.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ორგანიზებული სწავლება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მას ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) წარმომადგენლები უძღვებიან: ვინსენტ გუიდა, პროექტის უფროსი ოფიცერი, პასუხისმგებელი პირი ევროკავშირის LRIT CDC ოპერაციებზე, და ლაზაროს აიჩმალოტიდისი, გემებისა და ნავსადგურის ანგარიშგების ერთეულის ხელმძღვანელი.

ამ სისტემის ნაწილი საქართველო წელს, გაზაფხულზე გახდა და იგივე უფლებებით და სერვისით სარგებლობს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა:

ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;

მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის ჩვენი საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში;

ევრო-კავშირის LRIT სისტემაში ჩართვით ხელი მიგვიწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

ევროკავშირის ქვეყნების LRIT დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

3
2
5
4
743596995294749142764243744119052885295104n
a

 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 21.11.19.