agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
ANEUBNTU 1  Logo EN
   

 

 

73302967_3039861266024440_43530073365544960_n.jpg

 

ასოციაცია WISTA Georgia-სა და ბათუმის ბულვარს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმი ითვალისწინებს EMBLAS PLUS-ის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაცია WISTA Georgia-ს პრეზიდენტმა ლალი ხვედელიძემ და ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის ერთ-ერთ სანაპირო ქვეყანას, შესაბამისად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების პროცესის ხელშეწყობა საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით.

საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სანაპირო ზოლების ნარჩენებისგან გაწმენდა; ასევე, ჩატარდება საგანმანათლებლო ლექციები/სემინარები საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში თემაზე „საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“.

WISTA Georgia ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციაა.

7488830330398612893577712791766413558153216n
73302967303986126602444043530073365544960n
7453275930398611893577814371265032076394496n

 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 21.11.19.