
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გელა გვარიშვილი და პროფესორი ეკატერინე გვარიშვილი ვიზიტით მონტენეგროს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ბნსუ-ს წარმომადგენლები გაეცნენ მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-საგანმანათლეობლო საქმიანობას, ასევე შეხვდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, ჩაატარეს საჯარო ლექცია, გაიარეს ორკვირიანი სტაჟირება.
ვიზიტი მიმდინარე წლის, 4 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.
მონტენეგროს უნივერსიტეტი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება სხვა საგანმანათლებლო აქტივობებიც.