agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

2013 წლის 15 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო ბრიფინგი, რომელზედაც ბნსუ ადმინისტრაცია ესაუბრა ჟურნალისტებს უნივერსიტეტის მიერ 2013 წლის 15 თებერვალს წარმატებით გავლილი ავტორიზაციის შესახებ. 
ბრიფინგის საბაბად იქცა 14 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ვებ-გვერდზე გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ აგრარული უნივერსიტეტის ამჟამინდელი პრობლემა არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც გაიარა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმაც. ამ ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების შეშფოთება დაწესებულების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ამ საკითხს საბოლოოდ მოჰფენოდა ნათელი, ბნსუ-მ წარუდგინა ჟურნალისტებს ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბნსუ-მ ავტორიზაციის შეჩერების შემდგომ ხელახლა გაიარა ავტორიზაციის პროცესი, აღმოფხვრა არსებული ხარვეზები და ამჟამდ, ის ავტიროზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. ჟურნალისტებმა მიიღეს პასუხი ბნსუ-სათვის ავტორიზაციის დროებით შეჩერებასა და მის ხელახლა მიღებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე. 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 16.07.19.