galerea
agia kart
avtorizacia
student

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

13871902_1104429646310192_1103056566_n.jpg

დაიწყო სტუდენტთა რეგისტრაცია 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაზე. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ მობილობით სწავლის გაგრძელებას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ,,საზღვაო ნავიგაცია“, ,,გემის მექნიკა“, ,,საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა“, ასევე სამაგისტრო პროგრამაზე ,,სატრანსპორტო ლოგისტიკა“. რეგისტრაციისათვის იხილეთ განათლების ხარისიხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი:

13866811_1104396599646830_987744556_n.jpg

შპს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსირტეტის“ - აბიტურიენტთა მომზადების ცენტრი აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის. ცენტრში მიიღებიან XI-XII კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც მომზადების სრულ პაკეტს, ასევე არჩევით ნებისმიერ საგანს. მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ: საუკეთესო სასწავლო გარემოს, კვალიფიციურ პედაგოგებს, სწავლების მაღალ ხარისხს . უზრუნველყავი შენი მომავალი! ისწავლე ჩვენთან! დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ბათუმი, მახინჯაური

 

2016 წლის 24 ივნისს, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ბნსუ-სა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (პარტნიორებთან ერთად) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქ¬ტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.

 

2016 წლის 24 ივნისს, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება. ღონისძიება გახსნა და შეკრებილთ მეზღვაურის დღე მიულოცა საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა მამუკა ახალაძემ.

2016 წლის 24 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: 1) ბნსუ-სა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (პარტნიორებთან ერთად) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქ­ტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვი­თარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. კონფერენციის გახსნა - 17.00 2) საზეიმო ნაწილი: მილოცვები, დაჯილდოვება, კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემა

ქვეკატეგორიები

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია