galerea
agia kart
avtorizacia
student

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

სიახლე .

ბნსუ-ს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს 15 728 ერთეულს.

ბიბლიოთეკაში დაცულია:

  • საზღვაო კარტოგრაფიული რუკები;
  • თემატური პლაკატები;
  • გემის დანადგარების ნახაზები;
  • ფილმოთეკა, რომელიც შეიცავს 80 სასწავლო ფილმს;
  • Videotel CD – 40 ც.
  • მოქმედებს ელექტრონული ბიბლიოთეკა.

ბიბლიოთეკა სრულადაა კომპიუტერიზირებული და მუშაობს ელექტრონული კატალოგით

ყოველწლიურად ხდება წიგნადი ფონდის შევსება სპეციალური ლიტერატურით. ფონდის შევსება მიმდინარეობს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემოთავაზებული კატალოგების მიხედვით.

ბიბლიოთეკას გააჩნია ვიტერსბის (Withersby's Seaman Ship Library) ბიბლიოთეკა - ელექტრონული საზღვაო სახელმძღვანელოების ბრიტანული ბიბლიოთეკა, რომელიც მუდმივად განახლებადია და რეგულარულად ივსება ახალი ლიტერატურით.)

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები:

გაწევრიანება სტუდენტებისათვის:

  • გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად ბნსუ-ში სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც. სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მისი საიდენტიფიკაციო ბარათით
  • ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან ბიბლიოთეკის წევრებად, ანუ რომლებსაც არ ექნებათ საიდენტიფიკაციო ბარათი.

გაწევრიანება ბნსუ-ის კურსდამთავრებულებისა და გარეშე პირებისათვის:

  • ბნსუ-ს კურსდამთავრებულებს, ისევე როგორც გარეშე პირებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის მიზნით, აქვთ უფლება შეიძინონ საბიბლიოთეკო ბარათები;
  • საბიბლიოთეკო ბარათი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პირის მიერ. ბიბლიოთეკაში დადგენილი წესების დარღვევისას ხდება ბარათების ჩამორთმევა. აბონენტი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას მისი სახელის, საკონტაქტო ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, სახლის, სამუშაო მისამართის შეცვლის შესახებ, საბიბლიოთეკო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში. ამის შესახებ დროულად აცნობოს ბიბლიოთეკის გამგეს.

მასალების (ასლების) შეკვეთა

  • პროცედურა: სტუდენტი ავსებს სათანადო ფორმას და უტოვებს ბიბლიოთეკარს. ბიბლიოთეკარი უზრუნველყოფს დაქსეროქსებას და გადასცემს სტუდენტს.

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

1. სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდით სარგებლობის მსურველი უნდა გაწევრიანდეს სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში - გაიაროს რეგისტრაცია.

რეგისტრაციისათვის საჭიროა: • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საცხოვრებელი ადგილის მისამართის აღნიშვით); • სტუდენტის ბილეთი (სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისთვის); • გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ;

• ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველი უნდა გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს და დაადასტუროს აღნიშნული ხელმოწერით;

• რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბიბლიოთეკის მუშაობის საათებში;

• რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიხსნება მკითხველის ბარათი

; • ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ პირები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან ბიბლიოთეკის წევრებად, ანუ რომლებსაც არ ექნებათ მკითხველის ბარათი;

• მკითხველის საბიბლიოთეკო ბარათი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პირის მიერ;

• ბიბლიოთეკაში დადგენილი წესების დარღვევისას ხდება მკითხველის ბარათის ჩამორთმევა;

• მკითხველის საბიბლიოთეკო ბარათის დაკარგვის ან/და მკითხველის სახელის, მისამართის, პირადობის მოწმობის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დროულად აცნობოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.

2. წიგნების გატანა და დაბრუნება.

ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის დაცული. ასეთი წიგნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში;

• მკითხველს შეუძლია წიგნიდან საჭირო ადგილების ან/და მთლიანად წიგნის ასლის გადაღება, თუ ასეთი მოქმედება არ გამოიწვევს წიგნის დაზიანებას ან განადგურებას;

• მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს ის წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში წარ-მოდგენილია რამდენიმე ეგზემპლარის სახით;

• სახელმძღვანელოები, ჟურნალები, წიგნები და სხვ. მასალები, რომლებიც სასწავლო კურსის წამყვანი ლექტორის წინასწარი განაცხადების შესაბამისად საჭიროა ამა თუ იმ ლექციის/პრაქ-ტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, ბიბლიოთეკიდან შეიძლება გატანილ იქნას მხოლოდ 24 სთ-ის ვადით;

• ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ერთი კვირის ვადით;

• გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ერთ კვირაში), მკითხველი ვალდებულია გატანილი მასალა დაუბრუნოს ბიბლიოთეკას;

• საჭიროების შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია წიგნის განმეორებით გატანა ერთი კვირის ვა-დით იმ შემთხვევაში, თუ წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი;

• თუ მკითხველი ვერ აბრუნებს წიგნს (ელ. დისკის) ერთი კვირის გასვლის შემდეგ, იგი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას აღნიშნულის შესახებ და ახსნას მიზეზები;

• ბიბლიოთეკა უფლებამოსილია თვითონ უზრუნველყოფს წიგნის (ელ. დისკის) დაბრუნება, მიმართოს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესაბამისი ღონისძიების გატარების ან/და ჯარიმის დაწესების მიზნით (წიგნის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში);

• ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალის ვადამდე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია გატანილი მასალა დააბრუნოს შეტყობინებიდან 24 საა¬თის განმავლობაში. ბიბლიოთეკის აღნიშნული მოთხოვნა უნდა იყოს არგუმენტირებული და დროუ¬ლად იყოს ცნობილი მკითხველისთვის.

3. გატანილი მასალის (წიგნის/ელ.დისკის) დაკარგვა. 

• გატანილი მასალის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია მიაწოდოს ბიბლიოთეკას დაკარგული მასალის ანალოგი ან გადაიხადოს ჯარიმა წიგნის ღირებულების ორმაგი ოდენობით;

• ბიბლიოთეკის თანამშრომელს აქვს უფლება არ გაატანოს საბიბლიოთეკო მასალები იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევაში გატანილი მასალების დაბრუნების ვადის დარღვევაში, მასალის დაზიანებაში/განადგურებაში და დაკარგვაში

4. საბიბლიოთეკო მასალებთან მოპყრობის წესები, მკითხველის ვალდებულებები. 

4.1. საბიბლიოთეკო მასალებთან მოპყრობის წესები:

• დაუშვებელია წიგნის გადაკეცვა;

• დაუშვებელია გვერდის კუთხეების გადაკეცვა;

• დაუშვებელია დაზიანებული ფურცლების/ყდის დაწებება: დეფექტის აღმოჩენის შემთხვე-ვაში მიმართეთ ბიბლიოთეკარს;

• დაუშვებელია წიგნში/ნაბეჭდ მასალების გვერდებზე შენიშვნების, კომენტარის, ხაზგასმის, მინაწერების და სხვ. გაკეთება;

• დაუშვებელია სანიშნის მაგივრად ისეთი საგნების გამოყენება, რომლებიც დააზიანებენ წიგნს;

• დაუშვებელია წიგნის გაუხსნელი გვერდების დამოუკიდებლად გახსნა: ამ შემთხვევაში მიმართეთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს;

• წიგნის მიღებისას მაშინვე შეამოწმეთ წიგნის ვარგისიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრებათ წიგნის დაზიანების ჯარიმის გადახდა;

• უხეში მოპყრობისას ან დაზიანების შემთხვევაში (გვერდების ამოხევა, დაზიანება და სხვ.) მკითხველი აანაზღაურებს დაზიანებული (განადგურებული) წინგის საფასურს, გადაიხდის ჯარიმას წიგნის ორმაგი ფასის ოდენობით და ვეღარ ისარგებლებს სასწავლო უნივერსიტეტის წიგნადი ფონდით;

• დაუშვებელია ელ.დისკების დაგდება, კომპიუტერში დატოვბა, დისკებზე წარწერების გაკეთება;

• ელ. დისკის მიღებისას შეამოწმეთ დისკი და გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიოთეკაში დაბრუნებული ელ. დისკი, ასევე, შემოწმდება. დისკის დაზიანების შემთხვევაში მკითხველი გადაიხდის ჯარიმას;

• დაუშვებელია ბიბლიოთეკაში ისეთი მასალის შეტანა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საბიბლიოთეკო ფონდი.

4.2. მკითხველი ვალდებულია:

• წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ბიბლიოთეკაში შემოსვლისას და გასვლისას, სტუდენტის ბილეთის წარდგენა საჭიროა მასალის მიღებისას;

• დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევის და ჰიგიენური ნორმები;

• დაათვალიეროს ლიტერატურა მიღებისას და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს მომსახურე პერსონალს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი პასუხს აგებს დაზიანებულ მასალაზე;

• გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის ქონებას.

5. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები: 

• ბიბლიოთეკის სათანადო მუშაობისთვის სავალდებულოა ბიბლიოთეკაში წესრიგის დაცვა;

• წიგნის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად წიგნის თაროზე დადება, წიგნი უნდა მიუბრუნოთ ბიბლიოთეკარს;

• ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად მიმართეთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს;

• ბიბლიოთეკაში ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის შეტანა; ბიბლიოთეკაში აკრძალულია:

 ბარათების ამოღება კატალოგებიდან;

 წიგნის გატანა სამკითხველო დარბაზიდან ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნებართვის გარეშე;

 მოწევა, ხმაური, საუბარი, სამკითხველო დარბაზში ზედმეტი გადაადგილება და სხვ.;

 მობილური ტელეფონების გამოყენება;

 საბიბლიოთეკო მასალის დამალვა;

 საბიბლიოთეკო მასალის ქურდობა, დაზიანება და არსათანადოდ მობყრობა. ამ შემთხვევაში მკითხველი გადაიხდის ჯარიმას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიყენებული ზიანის გათვალისწინებით. დაჯარიმებულ პირს იმავდროულად ჩამოერთმევა ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება; აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვება მკითხველისთვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმება;

. სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუ კი ასეთი არსებობს.

6.ბიბლიოთეკაში წიგნის დაბრუნების ვადები და ვადის დარღვევის შემთხვევები:

ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ერთი კვირი;.

სალექციო მასალები, ჟურნალები, წიგნები და სხვა მსგავსი, რომელიც ლექტორს დაჯავშნული აქვს ლექციისათვის და განკუთვნილია იმ სემესტრში სტუდენტების მოხმარებისთვის, ბიბლიოთეკიდან შეიძლება გატანილ იქნას მხოლოდ 24 სთ-ით.

გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ერთი კვირის გასვლა), მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ერთი კვირის ვადით), იმ შემთხვევაში, თუ კი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.

თუ თქვენ რაიმე მიზეზით ვერ მოიტანეთ წიგნი ბიბლიოთეკაში საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ბიბლიოთეკას გადაცდენის მიზეზი და განსაკუთრებულ შემთხვევაში (წიგნს ითხოვს სხვა მკითხველი, თქვენ კი ავად გახდით), ბიბლიოთეკა თვითონ უზრუნველყოფს წიგნის დაბრუნებას.

წიგნის დროულად არ დაბრუნებისა და ბიბლიოთეკის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის - 5 ლარის ოდენობით. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ (მთლიანობაში წიგნი მკითხველთან შეიძლება დარჩეს 21 დღე: 7 დღე გატანის ვადა და 14 დღე - ორჯერ გაგრძელებული ვადა). 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია