შპს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი" (ბნსუ) მდებარეობს საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში (მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი №38). ცენტრალურ  ტრასაზე, რომლის მდებარეობა ხელსაყრელია სტუდენტთა მიმოსვლისათვის.
ბნსუ-ს სასწავლო კორპუსები წარმოადგენს კერძო საკუთრებას. უნივერსიტეტი განლაგებულია სამ შენობაში. I კორპუსი სამსართულიანი კაპიტალური ნაგებობაა, რომლის საერთო ფართია 2841 კვმ. საერთო სასარგებლო ფართი - 2328,8 კვმ და სრულიად აკმაყოფილებს სანიტარულ და ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესებს. II კორპუსი ოთხსართულიანი კაპიტალური ნაგებობაა, რომლის საერთო ფართია 1029,5 კვმ. მასში განლაგებულია აუდიტორიები, სასადილო, საერთო საცხოვრებელი (64 სტუდენტისათვის), საშხაპეები, სამრეცხაო. III  კორპუსი სამსართულიანია, მისი ფართი შეადგენს 787 კვმ, მასში განლაგებულია ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი თანამედროვე სიმულატირებითა და საწვრთნელი აუზით.
ინსტიტუტს გააჩნია ეზო თავისი სპორტული მოედნითა და დასასვენებელი პარკით.

შენობებში განთავსებულია:
•    45 აუდიტორია;
•    საკონფერენციო დარბაზი;
•    ბიბლიოთეკა;
•    ტრენაჟორის დარბაზი;
•    სანავიგაციო  Bridge simulator კაბინეტი;
•    Engine room;
•    კომპიუტერული კლასი ;
•    სამედიცინო დახმარების ოთახი;
•    რეგისტრაციის, მონიტორინგისა და შეფასების კაბინეტი;
•    არფა-რადიო კაბინეტი 20;
•    გემის დანადგარების დარბაზი;
•    გარდერობი;
•    სამასწავლებლო;
•    დეკანატი;
•    კათედრები;
•    ხარისხის მართვის სამსახურის კაბინეტი;
•    ნავიგაციის კაბინეტი;
•    უსაფრთხოების კაბინეტი;
•    ლინგოფონის კაბინეტი;
•    ფიზიკის კაბინეტი;
•    ქიმიის კაბინეტი;
•    სპორტული დარბაზი;
•    სასადილო;
•    8 სველი წერტილი;
•    კანცელარია;
•    ფაკულტეტების ხელმძღვანელთა კაბინეტები.
 
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი არის სრულად კომპიუტერიზებული, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით აღჭურვილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. ის აკმაყოფილებს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ ყველა პირობას როგორც ეროვნული სტანდარტების, ისე საერთაშორიოს მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია