მისია.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობის, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციების, საქართველოში მიმდინარე ბიზნესპროცესების ინტერნაციონალიზაციისა და სწრაფი განვითარების, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის და საგანმანათლებლო ბაზრებზე მზარდი კონკურენციის და არსებული პერსპექტივების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა "ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის" მისია: "სასწავლო უნივერსიტეტში თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს ჩამოაყალიბება, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობის უზრუნველყა, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესაბამისად საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა და მუდმივი სრულყოფა, განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და შრომის ბაზრის მოთხოვნათა და პრიორიტეტების გათვალისწინებით თანამედროვე აკადემიური უმაღლესი უმაღლესი (I და II საფეხურის) და პროფესიული საგანმანათებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, პროფესორმასწავლებელთა სამეცნიერო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს და საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ პიროვნული, მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობა, პროფესიონალური ვალდებულებების შესრულების, ეთიკური ნორმების დაცვის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაზიარების, კომპეტენციების და კვალიფიკაციის მუდმივი სრულყოფისა და პროფესიონალური განვითარების მოტივაცია, პრაქტიკულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში თავისი კომპეტენციების, ცოდნისა და უნარების სრული რეალიზაციისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა წარმატებული საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის შედეგად."

მიზნები.

სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე დასახულია სასწავლო უნივერსიტეტის მიზნები:

• უწყვეტი განათლების პრინციპებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების მხარდაჭერა;

• პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

• დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

• სწავლის‚ სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლება;

• საქართველოს და უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

• თანამშრომლობა საქართველოს და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლის პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობის მიზნით;

• იმ ღონისიებათა კომპლექსის შსრულების უზრუნველყოფა, რომელიც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას ,,უმაღლესი განათლების შესახებ", ,,პროფესიული განათლების შესახებ", ,,მეზღვაურთა მომზადების და დიპლომირების შესახებ" საქართველოს კანონების, მეზღვაურთა მომზადების და ვახტაზე დგომის საერთაშორისო კონვენციის (STCW-95) და სხვა, საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

• საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზრის და საზოგადოების მოთხოვნების და პრიორიტეტების შესაბამისი თანამედროვე აკადემიური უმაღლესი (I და II საფეხურის) და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და ხარისხიანი განათლების მიღების უზრუველყოფა;

• სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარების, თვითგამოვლენის, ინიციატივების და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის მოტივაციის ხელშეწყობა;

• შიდა და საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, წარმატებული საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების ახალი თაობის მომზადება. ამოცანები. მისიის წარმატებით განხორციელებისათვის შესასრულებელია ბნსუს ძირითადი

ამოცანები.

• განათლების ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა განათლების სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნათა შესაბამისად;

• საზოგადოების, საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მუდმივი ზრუნვა მათი განახლებისათვის და ამ პროცესში დარგის სპეციალისტების, მეცნიერების, პოტენციური დამსაქმებლების, ბნსუ-ს კურსდამთავრებულების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა;

• საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვა და თამანედროვე მოთხოვნათა შესაბამისი პირობების შექმნა;

• მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი ჩართვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებში;

• საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო პროცესის მონიტორინგის, სწავლის და სწავლების ხარისხის მენეჯმენტის სისტემების განვითარება-სრულყოფა;

• განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების მიზნით მონიტორინგში სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა/მოწვეულ სპეციალისტთა ჩართვა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;

• სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების დახვეწა და და მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია;

• თანამშრომლებისთვის სამუშაო სათანადო პირობებისა და მატერიალური სტიმულირების სისტემის სრულყოფა;

• აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა ჩართვა ბნსუ-ს მართვაში;

• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის ადაპტირებული გარემოს და სწავლის სათანადო პირობების შექმნა;

• სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერა, მათი ინტერესების დაკმაყოფილების, შესაძლებლობების განვითარების, შემოქმებითი და შემეცნებითი საქმიანობის ხელშეწყობა, მათი აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში, კონფერენციების, ტრეინინგების, სემინარების მოწყობა და სხვ.;

• მეცნიერებასა და პრაქტიკაში თანამედროვე ტენდენციების და ინოვაციების ხელმისაწვდომობის მიზნით სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომების და მეთოდური მასალების მომზადება, თარგმნა და გამოცემა;

• პრაქტიკული საქმიანობისთვის უკეთ მომზადების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და გამოცდილების მიღების მიზნით პრაქტიკის ორგანიზების და განხორციელების კონტროლის და მჭიდრო კავშირების დამყარება ცალკეულ საწარმოებთან, ფირმებთან და ოერგანიზაციებთან, მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან;

• ბნსუ-ს კურსდამთავრებულებთან კავშირების დამყარება და მათი ჩართვა სასწავლო უნივერსიტეტის ცხოვრებაში და სხვ;

• საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციის STCW-95 და სხვა საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად საქმიანობის წარმართვა. საზღვაო სპეციალისტების სწავლებისა და ტრენაჟორული მომზადების/გადამზადების მომსახურების შესრულების ხარისხობრივი პარამეტრების შუშავება;

• საზღვაო ტრანსპორტის სპეციალისტების მომზადებისა და დიპლომირების მიზნით პარტნიორებისთვის და მომსახურების შემკვეთებისთვის მენეჯმენტის მაღალი სტანდარტების დანერგვაში დახმარების გაწევა;

• წამყვან საზღვაო სასწავლო დაწესებულებებთან და მსოფლიოს სანაოსნო და საკრუინგო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განავითარება.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 13.11.17.