ag eng
ag eng
ag eng
ag eng
galerea eng

 

Useful links

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6

2018 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში, სატუმრო ,,შერატონ-ბათუმში" გაიმართა IV სართაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". კონფერენციაში დასწრებული მონაწილეობა მიიღო 5 ქვეყნის 68 მეცნიერმა, ხოლო დაუსწრებელი მონაწილეობა - 7 ქვეყნის 104-მა მეცნიერმა. კონფერენციას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები.

2016 წლის 24 ივნისს, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ბნსუ-სა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (პარტნიორებთან ერთად) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქ¬ტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. კონფერენციას ესწრებოდნენ ბნსუ-ს უცხოელი პარტნიორები, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წამომადგენლები. სამეცნიერო ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა მამუკა ახლაძემ.

2015 წლის 24-25 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით ,,თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, კვლევები, ჰიპოთეზები“. კონფერენციაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, სლვაკეთის, პოლონეთის ინდოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მუშაობა ოთხი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: სტრატეგიული და კორპორაციული მართვა (სექცია 1), ინოვაციური ტექნოლოგიები ლოჯისტიკაში, თანამედროვე ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ფორმირება და ტრანსპორტის განვიტარების საკითხები (სექცია 2), ინფორმაციული ტექნოლოგიები ლოჯისტიკასა და მართვაში (სექცია 3), ცოდნის მენეჯმენტი (სექცია 4).  

© 2016 Batumi Navigation Teaching University

Created by: GmmStudio   The old version of the website

საიტი ბოლოს განახლდა: 14.08.18.