ag eng
ag eng
ag eng
ag eng
galerea eng

 

Useful links

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6

22104524_1890096211000957_4585393973653595184_o.jpg

2017 წლის 29 სექტემბერს, 11 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა არგენტინის ნაციონალური საზღვაო სასწავლებლის (‘’Manuel Belgrano”) წარმომადგენლისა და საზღვაო მუზეუმის დირექტორის, ბატონ ჰორაციო-გილიერმო ვასკეს რივაროლას წიგნის პრეზენტაცია.
მისი წიგნი, სახელწოდებით ,,ტრიტონი“, საზღვაო თემატიკისაა. ის ძალზე პოპულარულია მოზარდი თაობის მკითხველთა შორის. ამჟამად, გამოიცა წიგნის მოეთხე ნაწილი, რომელშიც შევიდა ინფორმაცია ბათუმის შესახებაც. კომპანია "WISTA Georgia"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის თანამშრომელთა ძალისხმევით, ბატონი ჰორაციომ წარადგინა თავისი წიგნი ბნსუ-ს სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა წინაშე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს "WISTA Georgia"-ს წევრებმა: სასწავლო-საწვრთნელ ცენტრ ,,ანრისა“ და საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებმა.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ჰორაციო-გილიერმო ვასკეს რივაროლასა და შეხვედრის ყველა ორგანიზატორს.

© 2016 Batumi Navigation Teaching University

Created by: GmmStudio   The old version of the website

საიტი ბოლოს განახლდა: 01.12.17.