galerea
agia kart
avtorizacia
student

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

ლოგისტიკის ფაკულტეტი შეიქმნა 2008 წლის ივნისში.
ლოგისტიკის ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს:
•    საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს:
•    სატრანსპორტო ლოგისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს:
•    სატრანსპორტო ფირმებში ლოგისტიკის ოპერატორის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა
•    სატრანსპორტო ფირმებში ლოგისტიკის ოპერატორის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება
 წინაპირობა – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად – სრული ზოგადი განათლება, პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე გარდა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესის შესაბამისად). საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე საბაკალავრო პროგრამით სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მობილობით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და სხვა უსდ-ის უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის (სტუდენტების მიერ უკვე მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობა წინამდებარე პროგრამასთან დადგინდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასწავლო უნივერსიტეტში არსებული, განათლების (კრედიტების) აღიარებასთან დაკავშირებული რეგულაციებით).
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება
წინაპირობა – არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. წინამდებარე პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდის (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე (საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესის შესაბამისად). წინამდებარე პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნაა ინგლისური და რუსული ენების ფლობა არანაკლებ B2 დონეზე. შიდა გამოცდები ტარდება ლოგისტიკის საფუძვლებში. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით შიდა გამოცდების საკითები წინასწარ განთავსდება სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.bntu.edu.ge. რუსულ და/ან ინგლისურ ენებში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც წარმოადგენს ამ ენ(ებ)ის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის და მადასტურებელ დოკუმენტს. ინგლისური/რუსული ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტში მოიაზრება: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ/რუსულ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული სერტიფიკატები/მოწმობები/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატები (ინგლისური ენის შემთხვევაში - მაგ., ტოიფელი (TOEFL PBT), ტოიფელი (TOEFL IBT), ბრიტანეთის საბჭოს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS), ბრი¬ტანეთის საბჭოს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge Exam), კემბრიჯის უნივერსიტეტის (Cambridge ESOL Examination)) და/ან სხვ. სატრანსპორტო ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე (მისი სპეციფიკიდან გამომდინარე) სწავლა რეკომენდებულია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე იმ პირებისთვის, რომელთა კვალიფიკაცია მიეკუთვნება წინამდებარე პროგრამის მიმართულებას და სპეციალობას. ამავე დროს, მაგისტრატურაში სწავლის ერთ-ერთი მიზნიდან (სპეციალობის შეცვლა) გამომდინარე, სხვა კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია თავად განსაზღვროს წინამდებარე პროგრამით სწავლის მიზანშეწონილობა: გაეცნოს ვებგვერდზე განთავსებულ სამაგისტრო პროგრამის აღწერილობას - მიზანს, შინაარსს, დაგეგილ სწავლის შედეგებს, პროგრამის სასწავლო კურსების ჩამონათვალს და აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძრვანელს, მიიღოს/დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები მისი კვალიფიკაციისა და პროგრამის სპეციფიკის შესაბამისობიდან გამომდინარე და თავად განსაზღვროს შეძლებს თუ არა წინამდებარე პროგრმის შესწავლას და დაგეგმილი შედეგების მიღწევას. საართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მობილობით უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის (სტუდენტების მიერ უკვე მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობა წინამდებარე პროგრამასთან დადგინდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასწავლო უნივერსიტეტში არსებული, განათლების (კრედიტების) აღიარებასთან დაკავშირებული რეგულაციებით).
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება
პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარების და ღირებულებების შესაძენად. კონკრეტული პროფესიული სტანდარტით, ასევე, შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის მიღების წესი. ბნსუ-ს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ბნსუ–ს მიერ დადგენილი პროფესიულ პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ბნსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მობილობით ბნსუ-ს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტებისთვის საქართველოს კანონმდებლობისა და ბნსუ-ში მოქმედი წესების შესაბამისად.

ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ქეთევან გოლეთიანი

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია