galerea
agia kart
avtorizacia
student

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი შეიქმნა 2008 წლის ივნისში.
ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს:
•    საზღვაო ნავიგაცია;
•    გემის მექანიკა;
•    გემის ენერგეტიკული დანადგარები (ერთობლივი ქართულ-უკრაინული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; ხორცილედება ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტთან ერთად);
•    საზღვაო ნავიგაცია (ინგლისურენოვანი პროგრამა).
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
•    გემბანის მეზღვაურის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა;
•    სამანქანე განყოფილების მეზღვაურის მესამე საფეხურის პოფესიული პროგრამა;
•    გემბანის მეზღვაურის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა;
•    სამანქანე განყოფილების მეზღვაურის მეოთხე საფეხურის პოფესიული პროგრამა;
•    ელექტრიკოსის (გემის ელექტრიკოსი) მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა;
•    მზარეულის (გემის მზარეული)  მეორე საფეხურის პროფესიული პროგრამა;
•    ექთნის თანაშემწის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა;
საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტების (International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978, as amended in 2010) შესაბამისად, საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში სამსახურისთვის ვარგისიანობის დასადგენად აუცილებელია ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობა (ფორმა №100).
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება
წინაპირობა – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად – სრული ზოგადი განათლება, პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე გარდა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესის შესაბამისად). საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე საბაკალავრო პროგრამით სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მობილობით ბათუმის ნავი¬გაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და სხვა უსდ-ის უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის (სტუდენტების მიერ უკვე მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობა წინამდებარე პროგრამასთან დადგინდება საქართველოს მოქმე¬დი კანონმდებლობის შესაბამისად სასწავლო უნივერსიტეტში არსებული, განათლების (კრედიტების) აღიარებასთან დაკავშირებული რეგულაციებით).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება
პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარების და ღირებულებების შესაძენად. კონკრეტული პროფესიული სტანდარტით, ასევე, შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის მიღების წესი. ბნსუ-ს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ბნსუ–ს მიერ დადგენილი პროფესიულ პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ბნსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მობილობით ბნსუ-ს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტებისთვის საქართველოს კანონმდებლობისა და ბნსუ-ში მოქმედი წესების შესაბამისად.
 

ფაკულტეტის დეკანის მ/შ:  ეკატერინე მუსხაჯბა

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია