agia kart
sienc ka
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

ახალი ამბები

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

სიახლეები 17 მაისი 2019
  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. საზღვაო ფლოტის განვითარება და ნაოსნობა საქართველოში, სატრანსპორტო ლოგისტიკის როლი გლობალურ ეკონომიკაში,…
ვრცლად ...
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლება ბნსუ-ში

სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლება ბნსუ-ში

სიახლეები 15 მაისი 2019
  სახანძრო უსაფრთხოების წესები და იმიტირებული განგაში- თეორიული და პრაქტიკული სწავლება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. წვრთნებში მონაწილეობა ბნუს-ს პერსონალმა…
ვრცლად ...
მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტის გატაცება

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტის გატაცება

სიახლეები 15 მაისი 2019
ფურცლებზე გაცოცხლებული სახეები და ემოციები - მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტის გატაცება. იაგო შერვაშიძე პორტრეტებს ქმნის. სატელევიზიო მასალა ახალგაზრდაზე TV 25-მა…
ვრცლად ...
„ევროპის დღეები 2019“ ბათუმში

„ევროპის დღეები 2019“ ბათუმში

სიახლეები 13 მაისი 2019
  საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე- საჯარო ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწნენ. ღონისძიება ბათუმში ევროპის…
ვრცლად ...
ბნსუ-ს სტუდენტები და პროფესორები კონფერენციას ესწრებიან

ბნსუ-ს სტუდენტები და პროფესორები კონფერენციას ესწრებიან

სიახლეები 11 მაისი 2019
  "ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა"- კონფერენციას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესწრებიან. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილება, მათ…
ვრცლად ...

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” (შემდგომში - ბნსუ) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ” საქართ­ვე­ლოს კა­ნო­ნის თანახმად დაფუძნებულ შეზ­ღუ­დუ­ლი პასუხისმგებლობის სამე­წარ­მეო იური­დიულპირს, დაფუძნებულია კერძო სა­მართლის იური­­დიული პირის სამართლებ­რი­ვი ფორმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წესით მი­ნი­ჭე­ბული აქვს უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - სასწავლო უნი­ვერ­­სი­ტე­ტის - სტატუსი დამოქ­­მე­დებს რო­გორც ავ­ტო­ნო­მი­უ­რი უმა­ღ­­ლესი საგანმანათლებლო დაწე­სე­ბუ­ლება საქართველოს კონსტი­ტუ­ცი­­ის‚ სა­ქართ­ვე­ლოში მოქ­მე­დი სა­კანონმ­დებ­ლო და კა­ნონ­ქვე­მ­დე­ბა­რე აქტების და მისი წესდების შესაბამისად.

  • სრული სახელწოდება:   შპს“ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი” , Ltd“Batumi Navigation Teaching University ”
  • საფირმო სახელწოდება: “ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი”
  • შემოკლებული სახელწოდება:  “ბნსუ” / “BNTU“
  • იურიდიული მისამართი: საქართველო,  ქალქი ბათუმი, თამარ მეფის გამზირი № 38
  • ლოგო:   logo bnsu18

ისტორია და დღევანდელობა

ჩვენი ისტორია

1999 წელს დაარსდა „ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა“.  რომლის ბაზაზე 2002 წელს ამოქ­მედ­და საერ­თა­შო­რისო საზღვაო მომზადების ცენტრი „მერკური“,  რომელიც ემსახურება მეზღვა­უ­რ­თა მომზადება-გადამზადებასა და სერტიფი­ცი­რე­ბას.  2007 – „ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლის “ბაზაზე დაფუძნდა ბათუმის ნავიგაციის ინს­ტი­ტუტი - საერ­თა­­შო­­­რი­სო სა­­ზღვაო მომზადების ცენტრი“, შემდგომში (2008წ.) მას ეწოდა „ბა­თუ­­მის ნა­ვი­გა­ციის სასწავლო უნივერ­სი­ტე­ტი“ (შე­მ­დ­გო­მ­ში - ბნსუ) და 2013 წელს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (№04, 15.02.2013) მი­­ე­ნიჭა ავტორიზაცია (საგანმა­ნათ­ლებ­ლო საქ­ნი­ა­ბო­ბის უფლება).

 

ჩვენი მიღწევები

საგანმანათლებლო საქმიანობა.  2013 წლიდან დღემდე ბნსუ წარმატებით ახორ­ციე­ლებს პრო­­ფესიულ და აკა­დე­მი­ურ უმაღ­­ლეს (ბა­კა­ლავრიატი, მაგისტ­რა­ტურა) საგანმანათლებლო პროგ­რა­მე­ბს. აკრედი­ტა­ცი­ის საბჭოს გადაწყ­ვეტი­ლე­ბით აკრე­დი­ტე­ბუ­ლად ითვლება და დღეისათვის ბნსუ-ში ხორციელდება: საბა­კა­­ლა­ვ­რო საგანმანათლებლო პროგრამები - „გე­­მის მე­ქა­ნიკა“ (№191, 10.12.2013), „საზღ­ვაო ნავიგაცია“ (№190, 10.12.2013), „სა­ერა­­შო­რისო გადა­ზი­დ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზება და მართვა“ (№192, 10.12.2013), ერ­თო­­ბ­ლივი (ქარ­­თულ-უკრაი­ნუ­ლი) პრო­გრამა „გე­მის ენერ­გე­ტი­კული და­ნა­დ­გა­რები“ (№08, 24.07.2015); სამაგისტრო სა­გან­მანათ­ლებ­ლო პროგრამა - „სატრანსპორ­ტო ლოგისტიკა“ (№193, 10.12.2013). ასევე, ბნსუ ახორ­ციე­ლებს მეზღვაურთა მომზადები­სა/გადამ­ზა­დე­ბის და საწვ­რ­თ­ნელ პროგრამებს (კურსებს).

ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტთან (ISO) შესაბამისობა.  ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი არის სა­იმე­დო­ობის, ბნსუ-ში მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის და მისი მუდმივი გაუმჯობესების, პერსონალის კომპეტენ­ტუ­რობის და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის გარანტი. ბათუმის ნავიგა­ციის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მიღებული შესა­ბა­მისობის სერტიფიკატები:

ბნსუ-ს, როგორც საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა  (External Audit of BNTU by International Maritime Authority):

ბნსუ-ს, როგორც საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების, საქართველოში მიღებული შესაბამისობის დადასტურება  (BNTU passes audit of Maritime Transport Agency of Georgia).ბნსუ-ს, როგორც საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების, აღიარება: საქართველოს ეკონომოკისა და მდგრადი განვითარე­ბის სამინისტ­როს სსიპ საზღვაოტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული სა­ზ­ღ­ვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარების სერტი­ფიკატი; საქართველოს ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ­როს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოველ­წლი­უ­რი აუდიტის შედეგე­ბი: intermediate, final audit (2014); intermediate, final audit (2015); intermediate, final audit (2016); final audit (2017).

 

საერთაშორისო დარგობრივ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი - სამეცნიერო ჟურნალის თანადამფუძნებელი

2016 წლიდან ბნსუ არის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზი­რე­ბა­დი სა­მეც­ნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ინო­ვა­ცი­უ­რი ეკონომიკა და მართვა’’ თანადამფუძლებელი.

საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა

ჩვენთან განხორციელებული ვიზიტები

  • Malta Maritime Authority Lino C. Vassallo Executive Director Merchant Shipping - მალტასსაზღვაოადმინისტრაციის აღმასრუ­ლე­ბე­ლი დირექტორის ლინოჯ. ვასსა­ლო,
  • Ministry of Communications and Works Department of Merchant Shipping, Costas Costaras Senior Marine Surveyor Head of Seafarers Division - კავშირგაბმულობისა და სამუშაოები სსამინისტრო,სავაჭრო ნაოსნობის დეპარტამენტი (კვიპროსი, საბერძნეთი) მეზღ­ვა­ურთა სამმართველოს უფროსი, საზღვაო სურვეერი კოსტას კოსტარას
  • Milbright Inc Shipping Company, General Director Murad Huade - „Milbright Inc Shipping Company“ სანაოსნო კომპანიის (მოსკოვი, რუსეთი) გენერალური დირექტორი მურად ჰუადე (2014);
  • Academic Society of Michal Baludansky, Michal Varchola, President of Society - მიხაილ ბალუდიანს კის სამეცნიერო საზოგადოება (სლოვაკეთის რესპუბლიკა, კოშიცე) პრეზიდენტი, დოქტორი, პროფესორი მიხაილ ვარხოლა (2015);
  • „Baltic Group International” (Riga, Latvia), BGI Operations Manager Vladimir Yakovlev - საკრუინგო კომპანიის „ბალტიკ გროუპ ინ­ტერ­ნეიშენალ“, ლატვიის-რიგის წარმომადგენლობის ოპერაციების მენეჯერი ვლადიმერ იაკოვლევი
  • Admiral Makarov National University of Shipbuilding (Kiev, Ukraine), Vice-Rector Ph. D., Professor Eugeniy Trushliakov - ადმირალ მა­კა­­როვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის (ქ. ნიკოლაევი,უკრაინა) პრორექტორი, პროფესორი ევგენი ტრუშლიაკოვი (2015);
  • Piri Reis University (Turkey, Instambul) - პირირეისის საზღვაო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორი ო. ერდოგანი, უნივერ­სი­ტე­ტის ლექტორები და სტუდენტები (2015);
  • აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრორექტორი ზაჰიდ შარიფოვი (აკადემიასთან გაფორმდა ურთიერთ­თა­ნა­მ­შრომ­ლობის მემორანდუმი,2015);
  • ვიირ ნორმედის სამხრეთ გუჯარათის უნივერსიტეტის (Veer Narmad South Gujarat University) ეკონომიკის დეპარტამენტის პრო­ფე­სორი გაურანგ რამი (საჯაროლექცია ბნსუ-ში, 2015);
  • თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის სამინისტროს რეგიონალური მენეჯერის მოადგილე იჰსან გუმრუქჩუ (2015);
  • თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის დელეგაცია: მეზღვაურთა სერტიფიცირების დეპარტამენტის უფროსი ჯემერდემი, ტრა­პი­ზონის ნავსადგურის კაპიტანი - იჰსან გუმრუკჩუდა საზღვაო ექსპერტი - თოლგასანალი (ვიზიტის მიზანი -სა­ქარ­თველოში არ­სე­ბული მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სტანდარტების შეფასება და ორქვეყანას - თურქეთსა და საქარ­თ­ვე­ლოს შორის მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების თაობაზე ურ­თი­ერთ გა­გე­ბის მემორანდუმის გაფორმება, 2015);
  • უკრაინის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის საზღვაო დარგისა და უმაღლესი საგანანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენ­ლე­ბი: ცენტ­რა­ლური უკრაინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი - გ. კუზმენკო, ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სა­ხე­­­­ლობის გემთმშნებლობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი ს. რიჟკოვი, ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნი­ვერ­სიტეტის რექტორი ს. შკარლეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრორექტორი ზაჰიდ შარიფოვი
  • NT Management S.A. (Cyprus, Greece), Operator Tamaz Katamadze - „NT Management S.A.“ სანაოსნო კომპანია (კვიპროსი, საბერ­ძ­ნე­თი), მენეჯერი თამაზ ქათამაძე (2016);
  • ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა, ქ. ნიკოლაევი) რექტორი, პროფე­სო­რი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი სერგეი რიჟკოვი (2016);
  • ლატვიის კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, რიგის საზღვაო კოლეჯის დირექტორი იანის სტიცენკო და მისი მოად­გი­ლე ლი­ვია იანკოვსკას ვიზიტი (2016);
  • საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერლური მდივანი კიტაკლიმი (საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში), საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი
  • Ministry of Roads & Transportation Ports & Shipping Organization (Iran), Head of Seafarers Standards of Training Directorate Capt. N. Alipour - გზების & სატრანსპორტო ნავსადგურების & საზღვაო ორგანიზაციების სამინისტრო (ირანის ისლამური რესპუბლიკა), მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების დირექტორატის უფროსი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ნ. ალიპოურ (2016);
  • ირანის ისლამური რესპუბლიკის გზების & სატრანსპორტო ნავსადგურების & სა­ზ­ღ­ვაო ორგანიზაციების სამინისტროს მეზღვაურთა საქმეებისა და საერთაშორისო სპეციალიზირებული სააგენტოების გენე­რა­ლუ­რი დირექტორი ალიაკბარ მარზბან (2016);
  • Intercargo International Association of Dry Cargo Shipowners (London, United Kingdom), Intercargo Manager David Jones – INTER­CAR­GO მშრალი ტვირთების გემთფლობელთა საერთაშორისო ასოციაციის (ლონდონი, ბრიტანეთი) მენეჯერი დევიდ ჯონსი (2016);
  • Deniz Haber Ajansi (Turkey), Editor in Chief Recep Canpolat - თურქული საზღვაო გამომცემლობის „Deniz Haber“ (თურქეთი, სტამ­ბუ­ლი), მთავარი რედაქტორი, ბატონი რეჯებ ჯამბულატი (2017);
  • არგენტინის ნაციონალური საზღვაო სასწავლებლის‘’Manuel Belgrano” წარმომადგენელის, საზღვაო მუზეუმის დირექტორი ჰორაციო-გილიერმო ვასკეს რივაროლა (წიგნის პრეზენტაცია, 2017);
  • “Columbia Shipmanagement Ltd”-ს საკრუინგო კომპანიის ტრენინგ-მენეჯერი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ფაოუზი ფარადი;  ამავე კომპანიის ბათუმის წარმომადგენლობის დირექტორი ვლადიმერ შელია; ტრეინინგ-მენეჯერი, შორეული ნაოსნობის კაპი­ტა­ნი გიორგი კიკვიძე (2017);
  • ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშნებლობის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა, ნიკოლაევი) დელეგაცია: წარმომად­გენ­ლები და დეკანი, პროფესორი ო. რიჟკოვი (2017);
  • ბნსუ-ში გამართული მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციუ­ლი სა­ზეიმო მიღება (24.06.2017, რომელსაც ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იური­დი­უ­ლი და საგარეო ურთიერთობების სამმარ­თ­ველოს დირექტორი, აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალი ფრედერიკ კეინი; მალტის რე­ს­­პუ­ბლიკის მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ლინო ვასალო; საერთაშორისო საზღვაო სა­მა­რ­თ­ლის ინსტიტუტუს დოქტორი ფე­ლი­სი ­ტიატარდი; კომპანია „ქუინსვეის“ მფლობელი და გენერალურ მენეჯერი ვასილეო სტერ­ზისი და ამავე კომპანიის წარმომად­გენ­ლები - კონსტანტინოს ტერზისი და ევანგელეო სკალიანოსი; საზღვაო გაზეთ „დენიზ ჰა­ბერის“ რედაქტორი რეჯებ ჯამბუ­ლა­ტი; საქართველოს სრულუფლებიან ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლან­დი­ის გაერთიანებულ სამეფოში, საქარ­თ­ვე­ლოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბე­რუ­ჩაშვილი (2017);
  • ბნსუ-ში გამართული მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მესამე საერ­თაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონ­ფე­რენცია „თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვი­თა­­რების პრობლემები და მათი გადაჭრის გზე­ბი“ (24.06.2017), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: კიევის ტარასშევჩენკოს სა­ხე­ლო­ბის ეროვნული უნივერსიტეტის პროფე­სო­რი ო. გრიშნიოვა; ვადიმ ჰელტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი ი. კალენიუკი; ცენ­ტრალური უკრაინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი გ. კუზმენ­კო; ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახე­ლო­ბის გემთმშნებლობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი ს. რიჟკოვი; ჩერნი­გო­ვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერ­სი­ტე­ტის რექტორი ს. შკარლეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრო­რექ­ტორი ზაჰიდ შარიფოვი. ასევე, სსიპ ბა­თუ­მის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, სსიპ საქართველოს ტექნი­კუ­რი უნივერსიტეტის, სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმ­წი­ფო უნივერსიტეტის, შპს სასწავლო-საწვრ­თ­ნელ ცენტრ „ანრის“ წარმომადგენლები;  
  • „აკადემიკოსი. ბუგაის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ უნივერსიტეტის“ (კიევი, უკრაინა) პროფესორი გ. კუზ­მენკო (2018).

ჩვენი პარტნიორები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

  • ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი (ქ. ნიკოლაევი, უკრაინა);
  • NorthEast Maritine Institute (მასაჩუსეტსი, აშშ);
  • ლატვიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის ინსტიტუტი (ქ. რიგა, ლატვია);
  • ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ქ. ჩერნიგოვი, უკრაინა);
  • მიხაილ ბალუდიანსკის აკადემიური საზოგადოება (ქ. კოშიცე, სლოვაკეთი);
  • თურქეთის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი (ქ. ტრაბზონი, თურქეთი);
  • ბაქოს საზღვაო აკადემია (ქ. ბაქო, აზერბაიჯანი);
  • კიევის სახელმწიფო საზღვაო ტრანსპორტის აკადემია (ქ. კიევი, უკრაინა);
  • უკრაინის საზღვაო მეცნიერებათა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო აკადემია (ქ. ნიკოლაევი, უკრაინა);
  • ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი (ქ. ვარშავა, პოლონეთი);
  • უსაფრთხოების მენეჯმენტის უნივერსიტეტი (ქ. კოშიცე, სლოვაკეთი);
  • კოშიცეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ქ. კოშიცე, სლოვაკეთი);
  • ჩეხეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პრაღაში (ქ. პრაღა, ჩეხეთი);
  • პირი რეისის საზღვაო უნივერსიტეტი (ქ. სტამბული, თურქეთი).

პარტნიორები - დარგობრივი ორგანიზაციები

  • „Poseidon”;
  • „Iberia Navigation +”;
  • „Fregat”;
  • „Elseri”;
  • „Interna­tonal Maritime Group”;
  • „Baltic Group Inter­na­tional, Georgia”;
  • „Eurostar Marine”;
  • „Aries”;
  • „NONAT XXI”;
  • შპს „გზა“;
  • შპს „ბმს გორ­გია“;
  • BATOS SHIPPING LTD (სააგენტო, საექსპე­დი­ციო კომპანია);
  • INFLOT BATUMI LTD (სააგენტო, საექსპედიციო კომ­პანია);
  • TERO MARITIME AGENCY LTD (სააგენტო, სა­ექ­ს­პე­დიციო კომპანია);
  • შპს „კარ­გო ტრანს გრუ­პი“;
  • შპს „ჯეო ტრანს გრუ­პი“ (საექს­პე­დი­ციო გადამზიდავი კომპანია);
  • შპს „ბათუმის რეილ გრუ­პი“;
  • შპს „ემ ერ ჯი ლიმიტედ“.

შპს „საგიტარიუსი“ - მეზღვაურთა სა­მე­დი­­ცინო ცენტრი, სადაცბნსუ-საბიტურიენტები, სტუდენტები, პრო­ფე­სიული სტუ­დე­ნ­­ტები, კურსდამთავრებულები, სხვ.გა­დიან სამე­დი­ცინო შე­მოწ­მე­ბას. ამავე დაწესებულების ხელშეწყობით ბნსუ ახორციელებს სოცია­ლუ­რი დახმარების პროგ­რა­მებს.

ა(ა)იპ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი,  რომელთანაც პარტნიორობამ უნდა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექ­ტე­ბის განხორციელებას და ამ პროექტებში ბნსუ-ს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სამეცნიერო საქნიანობაში ჩართუ­ლობას.

 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 17.05.19.