Fenixmax
      მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

 

შპს "ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი" (ბნსუ) მდებარეობს საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში (მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თბილისის გზატკეცილი 26). ცენტრალურ საგზაო ტრასაზე, რომლის მდებარეობა ხელსაყრელია სტუდენტთა მიმოსვლისათვის.

ბნსუ-ს სასწავლო კორპუსი წარმოადგენს კერძო საკუთრებას. იგი განლაგებულია ორ შენობაში. I კორპუსი სამსართულიანი კაპიტალური ნაგებობაა, რომლის საერთო ფართია 2841 კვმ. საერთო სასარგებლო ფართი - 2328,8 კვმ და სრულიად აკმაყოფილებს სანიტარულ და ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესებს. II კორპუსი ოთხსართულიანი კაპიტალური ნაგებობაა, რომლის საერთო ფართია 1029,5 კვმ. მასში განლაგებულია აუდიტორიები, სასადილო, საერთო საცხოვრებელი (64 სტუდენტისათვის), საშხაპეები, სამრეცხაო. ინსტიტუტს გააჩნია ეზო თავისი სპორტული მოედნითა და დასასვენებელი პარკით.

  შენობებში განთავსებულია:

  • 45 აუდიტორია;
  • საკონფერენციო დარბაზი - 118 კვმ;
  • სააქტო დარბაზი - 118 კვმ;
  • ტრენაჟორის დარბაზი - 25 კომპიუტერით;
  • სანავიგაციო  Bridge simulator 60 m2;
  • Engine room 25 m2;
  • კომპიუტერული კლასი - 23 კომპიუტერით ინტერნეტის ქსელში ჩართული;
  • სამედიცინო დახმარების ოთახი სველი წერტილით;
  • რეგისტრაციის, მონიტორინგისა და შეფასების კაბინეტი 20 კომპიუტერით;
  • არფა-რადიო კაბინეტი 20 კომპიუტერით;
  • გემის დანადგარების დარბაზი
  • გარდერობი;
  • სამასწავლებლო;
  • დეკანატი;
  • კათედრები;
  • ხარისხის მართვის სამსახურის კაბინეტი;
  • ნავიგაციის კაბინეტი;
  • უსაფრთხოების კაბინეტი;
  • ლინგოფონის კაბინეტი;
  • ფიზიკის კაბინეტი;
  • ქიმიის კაბინეტი;
  • სპორტული დარბაზი - 100კვმ თავისი გარდერობით; 
  • სასადილო;
  • 5 სველი წერტილი;
  • კანცელარია;
  • ფაკულტეტის ხელმძღვანელების კაბინეტი.

ბნსუ-ს გააჩნია 800 ინდივიდუალური თანამედროვე დიზაინის მერხი, ავეჯი, მაგიდები, დაფები და სასწავლო აქსესუარები.
პრაქტიკული მეცადინეობისა და საცურაო პრაქტიკისათვის უნივერსიტეტს გააჩნია სასწავლო საწვრთნელი გემი ”ელიტა”.



საკონტაქტო ინფორმაცია

ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N 38
ტელეფონი: +995 790 29 25 25
ფაქსი: + 995 322 25 42 32
E-mail: info@bntu.edu.ge