Fenixmax
      ისტორია
  • შპს ”ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი” დაარსდა 2007 წლის 22 ივნისს შპს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლის” ბაზაზე. შპს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა” დაარსდა  1999 წელს, რეგისტრირებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1999 წლის 19 აგვისტოდან.
  • მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიები საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო ლიცენზია №00052539, 23.03.2000წ. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო ლიცენზია №00342637, 23.05.2000 წ.).
  • 2003 წელს ”ბათუმის საზღვაო კოლეჯმა” მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სეტიფიკატი ISO 9001:1994; 2008 წელს - ISO 9001:2000; ამჟამად ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ISO 9001:2008-ის მოსაპოვებლად.
  • განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს 2008 წლის 9 ივნისის N11/ს გადაწყვეტილებისა და N6 სხდომის ოქმის საფუძველზე, ინსტიტუტმა გაიარა აკრედიტაცია.
  • 2002 წლის 28 მარტი - შპს ”საერთაშორისო საზღვაო საწვრთნელი ცენტრი - მერკური” (ამჟამად - ”საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი"), რომელიც 2007 წლიდან არის შპს ”ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის” დაქვემდებარებაში.  
  • 2006 წელი - შეიქმნა საზღვაო კოლეჯის განვითარებისა და დახმარების ფონდი.
  • 2008 წლის სექტემბერი - მოხდა ინსტიტუტის კონტინგენტის პირველი ნაკადის ჩარიცხვა უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამაზე. ჩარიცხულთა რაოდენობაა 16 სტუდენტი. დაკომპლექტდა სპეციალობები: 1.საზღვაო ნაოსნობა, 2.გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია.
  • 2008 წლის სექტემბერი - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში შეიქმნა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრი.
  • 2008 წლის ივნისი - გაფორმდა მემორანდუმი ლატვიის ტრანსპორტის ინსტიტუტთან. მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშროლობასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. 
  • 2008 წლის ოქტომბერი - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში ამოქმედდა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა როგორც შუალედურ, ისე სემესტრულ შეფასებას კომპიუტერული ტესტირების გზით; აგრეთვე, ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს თვითშეფასების და რეიტინგული კითხვარების დარიგებისა და მათი ანალიზის გზით.
  • 2008 წლის ოქტომბერი - გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მიმდინარეობს მუშაობა ერთობრივ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,გემის ელექტრომექანიკოსი". დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივა.
  • ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 13 საერთაშორისო საზღვაო კონფერენციასა და სემინარში მსოფლიოს 10 ქვეყანაში.ინსტიტუტმა უმასპინძლა და ორგანიზება გაუკეთა 5 საერთაშორისო კონფერენციას.
  • მიმდინარე სასწავლო წელს ინსტიტუტი აქტიურად ემზადება ბაკალავრიატსა და მაგიტრატურაში სტუდენტთა მიღებისათვის. მიმდინარეობს აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამების დახვეწა და ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება. 
  • სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 4 სექტემბრის N 89/ს გადაწყვეტილებით ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტის სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა 546 სტუდენტით.
  • საქართველოს კანონში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ 2009 წლის 10 აგვისტოს შესული ცვლილებების შესაბამისად (№1611), ,,ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტმა - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრმა’’ შეიცვალა სახელწოდება და 2009 წლის 16 ნოემბრიდან იწოდება ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტად’’ (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ბრძანება №10757, 16.11.2009).

 



საკონტაქტო ინფორმაცია

ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N 38
ტელეფონი: +995 790 29 25 25
ფაქსი: + 995 322 25 42 32
E-mail: info@bntu.edu.ge