Fenixmax
      საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი შეიქმნა 2008 წლის ივნისში.

ფაკულტეტი ახორციელებს:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • გემის ენერგეტიკული დანადგარები ერტობლივი (საქართველო-უკრაინა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • გემის მექანიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • საზღვაო ნავიგაცის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • Marine Navigation Educational program
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

  • გემბანის მეზღვაური-მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა
  • სამანქანე განყოფილების მეზღვაური-მესამე საფეხურის პოფესიული პროგრამა
  • გემბანის მეზღვაური-მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა
  • სამანქანე განყოფილების მეზღვაური-მეოთხე საფეხურის პოფესიული პროგრამა
  • ელექტრიკოსი (გემის ელექტრიკოსი)-მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა
  • მზარეული (გემის მზარეული)-მეორე საფეხურის პროფესიული პროგრამა
  • ექთნის თანაშემწე-მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა
  • Professional Educational program of Deck Seaman
  • Professional Educational program of Room Seafarer
  • Professional Educational program of Nurse Aide
  •  

    საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტების (International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978, as amended in 2010) შესაბამისად, საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში სამსახურისთვის ვარგისიანობის დასადგენად აუცილებელია ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობა (ფორმა 100).

    საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება

    წინაპირობა – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად – სრული ზოგადი განათლება, პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე გარდა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესის შესაბამისად). საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე საბაკალავრო პროგრამით სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მობილობით ბათუმის ნავი¬გაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და სხვა უსდ-ის უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის (სტუდენტების მიერ უკვე მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობა წინამდებარე პროგრამასთან დადგინდება საქართველოს მოქმე¬დი კანონმდებლობის შესაბამისად სასწავლო უნივერსიტეტში არსებული, განათლების (კრედიტების) აღიარებასთან დაკავშირებული რეგულაციებით).

    პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება

    პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარების და ღირებულებების შესაძენად. კონკრეტული პროფესიული სტანდარტით, ასევე, შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის მიღების წესი. ბნსუ-ს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ბნსუ–ს მიერ დადგენილი პროფესიულ პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ბნსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მობილობით ბნსუ-ს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტებისთვის საქართველოს კანონმდებლობისა და ბნსუ-ში მოქმედი წესების შესაბამისად.

     

    ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი გელა გვარიშვილი;

    დეკანის მოადგილე: ეკატერინე მუსხაჯბა;

     



    საკონტაქტო ინფორმაცია

    ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N 38
    ტელეფონი: +995 790 29 25 25
    ფაქსი: + 995 322 25 42 32
    E-mail: info@bntu.edu.ge