Fenixmax
      სტუდენტთა რეგისტრაცია

ჩარიცხვა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კოდია – 30043, საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კოდია – 1256003.

სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით კონკურსის საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდის განაცხადის ფორმაში.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხავად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა. საკონკურსო რანჟირების სქემას აქვს შემდეგი სახე:

საგანი

ქართული ენა 1

ზოგადი უნარები 5

უცხოური ენა 2

მათემატიკა 4

საგანთა პრიორიტეტი: ზოგადი უნარები-მათემატიკა ან/და გეოგრაფია-ქართული ენა-უცხო ენა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება სრული საშუალო განათლების საფუძველზე.

სტუდენტთა რეგისტრაცია:

ბნსუ გთავაზობთ მაღალი ხარისხის განათლებას;

სტუდენტს შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს ინტერნეტით და კომპიუტერით;

სტუდენტები მონაწილეობენ უნივერსიტეტის მართვის პროცესში სტუდენტური თვითმართველობის საშუალებით;

სტუდენტები ეწევიან აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას

უზრუნველყავი შენი მომავალი

-ისწავლე ჩვენთან!.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბნსუ-ში, შეავსოს ანკეტა და წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. წვევამდელი სამხედრო მოწმობის ასლი;

3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი);

4. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;

5. 3 ფოტოსურათი 3X4( ელექტრონულ ვერსიასთან ერთად)

პირველკურსელი რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.

განათლების IV საფეხურზე სწავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბნსუ-ში, შეავსოს ანკეტა და წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. წვევამდელი სამხედრო მოწმობის ასლი;

3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი);

4. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;

5. 3 ფოტოსურათი 3X4( ელექტრონულ ვერსიასთან ერთად)

პროფესიული პროგრამის III საფეხურზე სწავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბნსუ-ში, შეავსოს ანკეტა და წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. წვევამდელი სამხედრო მოწმობის ასლი;

3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი);

4. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;

5. 3 ფოტოსურათი 3X4( ელექტრონულ ვერსიასთან ერთად)

განსაკუთრებული მოთხოვნები:

1) აბიტურიენტები,რომლებსაც სურთ სწავლა გააგრძელონ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე, ვალდებული არიან გაიარონ სამედიცინო შემოწმება საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში ვარგისიანობის დასადგენად (ბნსუ-სთან არსებული მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი; მის. ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის (ყოფილი ერას ქუჩა N 91) სამედიცინო შემოწმების აუცილებლობა გამოწვეულია საზღვაო ფლოტის გემებზე მუშაობის სპეციფიურობით და განპირობებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტებით: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება 07.12.2006 წ. International Conventions on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978, (Consolidated Text) Regulation //9; page 57. section B-//9-1; page 435-439; Table B-I/9-1, page 443-447

2) აბიტურიენტები, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე, ვალდებულნი არიან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ატარონ ბნსუ-ში მიღებული უნიფორმა (მისამართი: სამკერვალო შპს “ანგისა“ ბათუმი კაჭარავას ქუჩა N7)

  • კალენდარი-bntu.edu.ge/ge/
  •  


    საკონტაქტო ინფორმაცია

    ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N 38
    ტელეფონი: +995 790 29 25 25
    ფაქსი: + 995 322 25 42 32
    E-mail: info@bntu.edu.ge