agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

potex 2 საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი წარმოადგენს ბათუმის ნავიგაციიის სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

ცენტრი ახორციელებს საზღვაო სპეციალისტებისა და ბნსუს საზღვაო უმაღლესი და პროფესიული საფეხურების სტუდენტების მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას „მეზღვაურთა  მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW 78 დამატებებით),  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ ”საქართველოს კანონის და სხვა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სპეციალიზირებული ლაბორატორიებით, კაბინეტებით, საზღვაო სიმულატორებითა და ტრენაჟორებით. ცენტრის დაპროექტებ თანამედროვე სიმულატორებით განახორციელა  მსოფლიოში ცნობილმა სიმულატორების მწარმოებელმა კომპანიამ „ტრანზასმარინ“-მა.

ცენტრში დამონტაჟებულია კომპანია „ტრანზასმარინ“-ის შემდეგი სიმულატორები:

  1. სანავიგაციო ხიდურის სიმულატორი - Navi Trainer Professional 5000 version 5.35 (ECDIS MNS 34) Full mission Simulator; Navi Trainer Professional 5000 version 5.35 (ECDIS MNS 34) Small Bridge
  2. რადიოლოკაციური სისტემის სიმულატორი- RADAR/ARPA Module Simulator
  3. სამანქანე განყოფილების სიმულატორი - Engine-Room Simulator TechSim 5000
  4. კავშირგაბმულობის გლობალური საზღვაო სისტემის სიმულატორი - GMDSS TGS 5000 version 8.4
  5. თხევადი ტვირთების სიმულატორი - Liquid Cargo Handling Simulator (LCHS 4000/5000)

აგრეთვე, ცენტრში მოქმედებს სანაპირო ხანძარსაწინააღო ტრენაჟორი (Shore-Based Fire Fighting Simulator),  სამაშველო ნავის ტრენაჟორი (Lifeboat Simulator), რომელიც დამონტაჟებულია სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტა“-ზე და საცურაო აუზი, სადაც ხორციელდება პირადი გადარჩენის მეთოდებისა და სამაშველო საშუალებების მართვის წვრთნების  ჩატარება. საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში საზღვაო სპეციალისტების სწავლების პროცესს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური  ინსტრუქტორთა პერსონალი, რომელიც დაკომპლექტებულია შორეული ნაოსნობის კაპიტნებით, გემის უფროსი მექანიკოსებით, ელექტრო მექანიკოსებით. საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი სერტიფიცირებულია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის  ISO 9001:2015 მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ცენტრს გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს აღიარება, 2017 წელს მოიპოვა პანამისა და ჰონდურასის საზღვაო ადმინისტრაციების აღიარება.

 საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში მოქმედებს შემდეგი სასწავლო-საწვრთნელი კურსები:

  • სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა, ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის უნარ-ჩვევების ჩათვლით
  • ელექტრონული კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება
  • სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა, ხელმძღვანელობის და გუნდური მართვის უნარ-ჩვევების ჩათვლით
  • რადიოლოკაციური ნაოსნობა,  რადიოლოკაციური გავლება, არლგს გამოყენება
  • რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო­-სამაშველო ოპერაციები
  • რადიო ოპერატორის ზოგადი დიპლომი
  • ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა
  • გემის მართვა და მანევრირება
  • საწყისი უსაფრთხოების ტექნიკა:

-      პირადი გადარჩენის მეთოდები

-      ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა

-      ელემენტარული პირველადი დახმარება

-      პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა

  • კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა
  • ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • სამედიცინო მომსახურება
  • ხანძართან ბრძოლის ხმელეთზე განლაგებული ტრენაჟორული წვრთნა
  • მაღალიძაბვა
  • ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაც. გაცნობითი წვრთნები
  • ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეც. წვრთნა
  • ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეც. წვრთნა
  • ინერტული აირების სისტემის გამოყენება
  • ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის გამოყენება
  • საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთულიან ნაყარი სახით გადაზიდვის მეთოდები
  • სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა
  • გემის უშიშროების ოფიცერი
  • უშიშროებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები
  • უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები
  • გემის პერსონალი
  • ზღვის გარემოს დაცვის გაცნობითი კურსი
  • თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნა
  • გემის დაცვის ოფიცერი
  • რისკის შეფასება და ინციდენტების გამოძიება

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 16.11.18.