galerea
agia kart
avtorizacia
student

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

 

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ერთადერთი საზღვაო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც ფლობს სასწავლო-საწვრთნელ გემს.

გემი ,,ელიტა“:ტვირთზიდვა - 100 ტ., წყალწყვა - 200 ტ., სიგრძე - 24 მ., სიგანე - 7მ., რომელიცცურავსსაქართველოსალმით. გემი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოებითა და მექანიზმებით.

სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელი­ტაზე“ ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის პროფესიული და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები გადიან პროგრამის სასწავლო გეგმით გათ­ვა­ლის­წინებულ პრაქტიკებს.

სასწავლო-საწვრთნელი გემი,,ელიტა" აღჭურვილია ორი კაბინეტით, მერხებით, თვალსაჩინოებითა და ხელსაწყოებით. პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობს გემის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი.

გემზე ხორცილედება ,,გემზე სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის" წვრთნები:

  1. "პირადი გადარჩენის ტექნიკა";
  2. "ხანძრი სთავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა";
  3. "პირველადი, საწყისი სამედიცინო დახმარების გაწევა";
  4. "სამაშველო საშუალებების მართვა";
  5. "პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა".

ამასთანავე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი გემ ,,ელიტაზე“ ახორციელებს ტრეინინგს ,,კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა“ და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.

ბათუმის ნავიგაციის საწავლო უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დაცვის სამსახურთან. გემ ,,ელიტაზე“ ტარდება საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთა წვრთნები.

გემს ემსახურება შვიდი მეზღვაურისაგან შემდგარი ეკიპაჟი.      

პრაქტიკა გემ ,,ელიტაზე“:

  • პრაქტიკის ობიექტი: პრაქტიკა ხორციელდება შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ სასწავლო-საწვრთნელი გემი „ელიტას“ ბაზაზე. პრაქტიკის ობიექ­ტის შერ­ჩე­ვისას გათვალისწინე­ბუ­ლია: საგანმანათლებლო პრო­გ­­რა­­მის სპეციფიკა და კურსდამთავ­რე­­­ბუ­­ლის­თ­ვის მისანიჭე­ბე­ლი კვა­­ლი­­ფიკაცია, პრა­ქ­ტი­კა­ზე მიმღები გემი „ელიტას“ პარამეტრები და პრაქ­ტი­კის ობი­ექ­ტზე სტუ­დე­ნ­ტის მი­ერ შესა­ს­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო. სასწავლო-სა­წ­ვრ­თ­ნელ გემ „ელი­ტაზე” პრაქტიკის გავლისას უზრუნ­ვე­ლ­­ყოფილია: პრაქ­ტიკის გავლის უსა­ფრთხო გა­რემო, სტუდენტის ინ­ფორმირება პრაქტიკის ობი­ექტის ში­ნა­გა­ნა­წესის და უსაფრთ­ხოების წე­­სების შესა­ხებ.
  • პრაქტიკის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელი: ბნსუ-ს წარ­მო­მადგენელი (დარგის სპეციალისტი), უზრუნ­ველ­ყოფს სტუ­დენტის ინ­ფო­რ­მი­რებას პრა­ქ­­ტი­კის მიზნების, დაგეგმილი შე­დეგების, შე­ფა­სების სისტე­მის და სხვ. შე­სა­ხებ, კონ­სუ­ლ­­ტა­ცი­ე­ბით და რე­­კო­­მენ­და­ციებით ეხ­მარება მას პრაქტიკის გავლის და პრაქტიკის ანგა­რი­­შისა და სა­ჯარო დაცვისთვის პრე­ზე­­ნტაციის მომზადების პროცესში წარმოქ­მ­ნი­ლი პრო­ბ­ლე­მე­ბის გა­და­ჭ­რა­ში, აფასებს პრა­ქტიკის ან­გარიშს და სხვ. პრა­ქ­ტი­კის ხელმძღ­ვა­ნე­ლი ეს­წ­რე­ბა პრეზენტაციას (ანგარი­შის საჯარო დაცვას).
  • პრაქტიკის მენტორი:  პრაქ­­ტი­კაზე მიმღები გემი „ელიტას” კაპიტანი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია პრა­ქ­ტი­კის სრულფა­სოვან გან­­­­ხორ­ციე­­ლე­ბა­ზე და პრა­ქ­ტი­კის ობი­ექტ­ზე სტუდენტის მუშაობის კო­ო­რ­დი­ნა­ციაზე, უზ­რუნველ­ყოფს პრაქ­ტიკის დაწყების­თა­ნავე - პრაქტიკის ად­­გი­­ლის გაცნობა-დათ­ვა­­­ლი­­ე­­რე­ბას, პრა­ქ­­ტი­კაზე მი­მ­­ღებ საწარმოში/ორგანიზაციაში მო­ქ­­მედი წესების გაცნობას, მუ­­­შა­ო­­­ბის გან­რი­გის, შესას­რუ­ლე­­ბე­ლი სა­მუ­შაოს ში­ნაარ­­სი­სა და მოცუ­ლო­­ბის შე­სა­ხებ სტუდენტის ინ­ფო­რ­მირებას, პრაქტიკის პრო­ცესში - წარ­მო­ქმნილი პრო­­ბლემების დროულად მოგვა­რე­ბას, სამუშაო პრო­­­ცე­­ს­­ში სტუდენტის ჩართუ­ლო­ბას, შესა­ს­რულე­ბე­ლი სა­მუ­შაოს (დავალებების) ახს­ნას და და­გე­გ­მ­ვას, და­ს­­მუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი და­ვა­ლე­ბების შე­ს­­­რუ­ლე­ბა­ში საჭირო დახმარებას და მათ შე­ს­რუ­ლებაზე კონტ­როლს, პრაქ­ტი­კის დღი­ურის პე­რი­ოდულ შე­მო­წ­მე­ბას, სტუდენტის შეფასებას და სხვ.
  • პრაქტიკის მიზანი: ზღვაზე მიმართულებების განსაზღვრის შესწავლა; მაგნიტური კურსების და პელენგების გამოთვლა, მაგნიტური კომპასის სწორე­ბის მეთოდების შესწავლა; სანავიგაციო კარტოგრაფიული პროექციების ძი­რითადი ტიპების გამოყენება; სანავიგაციო რუკების კლასიფიკაციის, საზღვაო სანავიგაციო რუ­კე­ბი­სა­დმი ნდო­ბის ხარისხის დადგენის ხერხების შესწავლა;გემის მოწყობილობების და ტექნიკური ექსპ­ლუ­ატაციის პრაქტიკული ასპექტების თეორიული ცოდნის დახვეწა და მათი პრაქტიკული გამო­ყე­ნე­ბის უნარის ჩამოყა­ლი­ბება;გემის სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების გამოყენების, სიღრმის სა­ზო­მი ხელსაწყოების  გამოყენების, საზღვაო რუკებზე მანძილის გამოთვლის, გემის სიჩ­ქა­რის გამოთვ­ლის, მაგნიტური კომპასის დევიაციის გამოანგარიშების და კომპა­სე­ბის დაყენება-მოვლის და გემზე სამ­სახურის ორგანიზებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; ვახტაზე დგომის უნა­რე­ბის ჩამოყალიბება-განვითარება; გემის სიცოცხლის უნარიანობისათვის ბრძოლის პრაქტიკული უნა­რე­ბის ჩამოყა­ლიბება და განვითარება;ბორტსგარეთ აღმოჩენილი ადამიანის შველის, საგანგაშო სი­ტუ­ა­ცი­ის შემთხვევაში ინფორმაციის შეგროვების და შესაბამისი პრობლემების გა­და­წყ­ვე­­ტის გზების და­სა­ხ­ვის პრაქტიკული უნა­რე­ბის ჩა­მოყალიბება-გან­მტკიცება, გემზე განგაშის დროს შესრულებული სა­მუ­შაოს დახასიათების, საგანგაშო გან­რი­გის შესაბამისად კონკრეული სიტუაციის და პრობლემის აღ­წე­რის, შეფასების, ანა­ლი­ზის, დასკვნების ფორ­მუ­ლირების და დასა­ბუ­­თების უნარის ჩამოყალიბება; წარ­მა­ტებული პროფე­სიო­ნალური საქმიანობისთვის თეორიული ცოდნის და პრა­ქ­ტიკული უნა­რე­ბის მუდ­­მი­ვი სრულყოფის მოტივაციის ჩამოყალიბება. სასწავლო საცურაო პრაქტიკა (I) ითვალისწინებს საკრუინგო კომპანიების წარმო­მად­გენლების მო­წ­ვე­ვას და პრეზენტაცია-დემონსტ­რირების მოწყობა სტუდენტების კომპე­ტენ­ციების წარმოჩენისადა შემ­დ­გომი დასაქმების ხელ­შეწყო­ბის მიზნით.

elita1
elita2
elita3
elita4


© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია