galerea
agia kart
avtorizacia
student

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

logo

თვალის სნეულებათა კლინიკა „საგიტარიუსი“–ის სპეციალიზირებული თვალის კლინიკაა, რომელიც პაციენტებთან მუშაობისას თვალის სნეულებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ხარისხისა და სერვისის შესახებ არსებულ ყველაზე თანამედროვე დებულებებს იყენებს.
კლინიკა აღჭურვილია მიკროქირურგიული და ლაზერული ოპერაციების შესასრულებლად აუცილებელი უნიკალური მოწყობილობებით, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ოპტიკურ–ელექტრონულ და კომპიუტერული საშუალებებით, თვალის დაავადებათა ფიზიოთერაპიისათვის საჭირო   მოწყობილობითა და ოფთალმოლოგიის მრავალი სხვა საშუალებებით.

კლინიკა დაავადებათა დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ახორციელებს:

  • კატრაქტა
  • გლაუკომა
  • ბადურის დისტროფია, მაკულოდისტროფია
  • ჰემოფთალმი, მინისებური სხეულის ამღვრევა
  • თვალის დაავადებები ბავშვებში
  • ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი (დიდებსა და ბავშვებში)
  • სიელმე (დიდებსა და ბავშვებში)¸ბინოკულარული სტერეომხედველობის დარღვევა
  • ქუთუთოების დეფექტის ქირურგიული და რეკონსტრუქციული ქირურგია
  • აკომოდაციის სპაზმი, ამბლიოპია
  • სკლეროპლასტიკა
  • დიაბეტური რეთინოპათია
  • კონიუქტივიტი (ვირუსული, ალერგიული, დეგენერაციული)
  • კერატიტები
  • ბლეფარიტები (დემოდეკოზური¸ წყლულოვანი და სხვა)
  • საცრემლე გზების ქირურგიული მკურნალობა (ენდონაზალური დაკრიოცისტორინოსტომია)
  • უვეიტები
  • ქალაზიონი
  • კომპიუტერული მხედველობის სინდრომი8
  • აგრეთვე სხვა დაავადებათა ფონზე მიმდინარე (შაქრიანი დაიბეტი, ჰიპერტონული დაავადება და სხვა) თვალის სნეულებათა დიაგნოსტირება და მკურნალობა.

კლინიკის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა ურთულესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების მაქსიმალურად ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მცირე ტრავმული, უსისხლო და უნაკერო ქირურგიის მეთოდები, ლაზერული მკურნალობის, ფიზიოთერაპიის სახეობები, გვაქვს ბავშვთა ოფთალმოლოგიის განყოფილება.
ხორციელდება სათვალეების, კონტაქტური ლინზებისა და სპეციალური ოპტიკის შერჩევა.
მიღებას გასინჯვასა და მკურნალობას საუკეთესო ოფთალმოლოგები ახორციელებენ

მისამართი :საქართველო, ქ. ბათუმი ზ.გორგილაძის ქუჩა #91

ვებ გვერდი : http://www.klinikabatumi.ge/

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია