ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტში დასრულდა ტექნიკური გადაიარაღებისა და მატერიალურ ტექნიკური ბაზის შეკეთების მორიგი ეტაპი, კერძოდ:
1)გაიხსნა მექანიკური-საშემდუღებლო სახელოსნო, რომელიც აღჭურვილია:
საზეინკლო დაზგით, სახარატო, სალესი და საბურღი ჩახრებით, სამშედუღებლო აპარატით თავისი აღჭურვილობით და ინსტრუმენტებით.
სახელოსნოს დანიშნულებაა სტუდენტებს შეასწავლოს საზეინკლო და საშემდუღებლო სამუშაოების პრაქტიკული უნარ ჩვევები
2)სამანქანე განყოფილებაში დამონტაჟდა ჰიდრავლიკის, პნევმატიკის და ავტომატიკის სასწავლო ლაბორატორიული სტენდები სტუდენტების თვალსაჩინო სწავლებისათვის.
3)შეიქმნა ელექტრო ლაბორატორია სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად ელექტრო მოწყობილობების ელემენტების აგებულების და მათი ტექნიკური მომსახურების უნარ-ჩვევების ათვისების მიზნით.
ახალი ამბები
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ახალი ეტაპი ბნსუ-ში
