agia kart
sienc ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

17 თებერვალს, პროფესიულ კოლეჯში ”იკაროსი”, გემის მზარეულთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ „იკაროს“ შორის. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გადამზადების პერიოდში უზრუნველყოფს მოსწავლეებს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადემონსტრაციო სასწავლო მასალებით, გაატარებს შესაბამის პრაქტიკულ სწავლებას გემის მზარეულისათვის აუცილებელი საერთაშორისო სერთიფიკატების მისაღებად. 

მხარეთა შეთანხმებით განხორციელდება შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევა კოლეჯში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სიახლეების დანერგვის მიზნით. კოლეჯი უნივერსიტეტთან ერთობლივად შეიმუშავებს პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს ორივე ორგანიზაციის განვითარებას. მოთხოვნის შესაბამისად, ერთობლივად უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო (გადამზადების) პროგრამების შემუშავებას, ინსტრუქტორთა მომზადებასა და ამ პროგრამების დანერგვას.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 18.06.19.