2014 წლის 29 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოს საზღვაო კაპიტანთა ასოციაციის საერთო კრებას მასპინძლობდა. ასოციაციის რიგით მეორე კრებას 60-მდე დელეგატი დაესწრო. ასოციაციის მმართველმა საბჭომ დამსწრეთ წარუდგინა ანგარიში ჩატარებული ღონისძიებებისა და სამუშაოების შესახებ, განხილულ იქნა ქართველ მეზღვაურთა სამუშაო დიპლომების აღიარების აღდგენის საკითხი; აგრეთვე, კონვენციის ახალი მოთხოვნები (მანილა 2010) და საქართველოს საზღვაო ორგანიზაციების შესაბამისობა ახალ მოთხოვნებთან. საერთო კრებაზე შემუშავებული იქნა ასოციაციის წევრთა საქართველოს მთავრობისადმი მიმართვის პროექტიც.