2014 წლის 10 აპრილს, 11 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა ბნსუ-ს სტუდენტების შეხვედრა ,,ევროპის აკადემიური ცენტრის’’ წარმომადგელებთან. ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეთერ სანაიამ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც წარმოადგინა ცენტრის მუშაობის ძირითადი პრინციპები, პრიორიტეტები და მიაწოდა დამსწრეთ ინფორმაცია აქტიური საერთაშორისო პროგრამების შესახებ. პრეზენტაციამ სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ევროპის აკადემიური ცენტრისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მესვეურებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, დაგეგმეს ერთობლივი სამუშაოების მიმართულება და გამოკვეთეს ორთავე ორგანიზაციისათვის აქტუალური პრობლემატიკა. შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა საინტერესო და საქმიან გარემოში.