2014 წლის 20 მაისს ბათუმის ნავიგაიცის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ შპს ,,რუსული რეგისტრი - ვესტჯორჯიას’’ დირექტორი, ბატონი თამაზ თურმანიძე და მისი მოადგილე, ბატონი რობერტ ხაჩატურიანი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და პროტოკოლის სამსახურის უფროსი გიორგი თუთბერიძე, ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები.
ბატონმა თამაზ თურმანიძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესრიტეტს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი სამი წლის ვადით და აღნიშნა, რომ უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ უკვე მეექვსეჯერ წარმატებით გაიარა რესერტიფიკაციის აუდიტი.
რუსული რეგისტრის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, გადასცეს მენეჯმენტის სისტემის შიგა აუდიტორის სერტიფიკატები ბნსუ-ს ხარისხის სისტემის მართვის სამსახურის თანამშრომლებს ოთარ ცინცაძესა და ეკატერინე ჩიქოვანს და კანცლერს ლალი ხვედელიძეს. აქვე მოხდა ტრეინინგის სხვა მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემაც.
შეხვედრა საზეიმო გარემოში ჩატარდა.
ახალი ამბები
საზეიმო შეხვედრა ბნსუ-ში
