2014 წლის 24 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეზღავურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. მიღებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე, საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლო დაწსებულებების ხელმძღვანელები, საკრუინგო კომპანიების ხელმძღვანელები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დაწესებულების ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა მიულოცეს მეზღვაურებს პროფესიული დღესასწაული. ღონისძიებამ საზეიმო და თბილ გარემოში ჩაიარა.