agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

2014 წლის 19-21 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, ბათუმში ჩატარადა ,,შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის’’ (BSAMI) V საერთო შეკრება. შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის, რუმინეთის, რუსეთისა და საქართველოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, როგორც BSAMI-ს წევრი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და სასწავლო-საწვრთნელ ცენტრ ,,ანრისთან’’ ერთად, მონაწილეობას ღებულობდა საერთო შეკრებაში, რომლის მსვლელობაშიც განხილულ იქნა საზღვაო განათლების მკაფიო მიზნები და მოქმედების კონკრეტული გეგმები, აგრეთვე, ასოციაციის სტრატეგიული გეგმები, სამომავლო მიზნები, ასოციაციის წევრი ქვეყნების ურთიერთობათა პერსპექტივები. 
შეხვედრაზე ბნსუ-ს წარმოადგენდნენ რექტორი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერიან იმნაიშვილი, ბნსუ ტრეინიგ-ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კიკვიძე, ბნსუ ადმინისტრაციის უფროსი, ქალბატონი ლალი ხვედელიძე. 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 18.10.18.