2014 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტომ გამართა პროექტ ,,მრგვალი მაგიდის’’ შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლო უნივერსიტეტ - ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, საზღვაო-საწვრთნელი ცენტრი ,,ანრის“, საწვრთნელი ცენტრი ,,ეკვატორის’’, აგრეთვე საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა საზღვაო დარგის ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორებიცაა EMSA-ს აუდიტის შედეგებისა და მათი აღმოფხვრის მიმდინარეობა, საწვრთნელი ცენტრების ინსტრუქტორების კვალიფიკაციის პრობლემა, კურსანტთა საზღვაო პრაქტიკის საკითხი და სხვა. შეხვედრა საქმიან გარემოში ჩატარდა. დაიგეგმა სამომავლო საქმიანობა და ეფექტური კოორდინირებული ქმედებების რიგი.
ახალი ამბები
პროექტ ,,მრგვალი მაგიდის’’ შეხვედრა
