agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

2015 წლის 13 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითავლისწინებს ბნსუ-ს ბაზაზე სანაპირო დაცვის გემების ოფიცრების წვრთნასა და მომზადება-გადამზადებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ. 
სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ბნსუ-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გარკვეული წვლილი შეიტანოს სანაპირო დაცვის ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებში. ბნსუ-ს მიერ შეთავაზებული წვრთნები მისცემს საშუალებას სანაპირო დაცვის გემების ეკიპაჟებს გაიარონ შემდეგი მომზადება: 
1. სწრაფმავალი კატარღების მართვა სანავიგაციო ხიდურის სიმულატორის გამოყენებით. ვარჯიშები მოიცავს: 
ა) კანონდამრღვევი გემების აბორდაჟზე აყვანას; 
ბ) სვლის დროს გემის მიყენება და სპეცრაზმის გადასხმა 
გ) გემის მართვას ცურვის სახვადასხვა რეჟიმის პირობებში; 
დ) მოუწყობელ ნაპირზე კატარღის მიდგომა და სპეცრაზმის გადასხმა. 
2. ელექტრონული კარტოგრაფიული სანავიგაციო სისტემების ეფექტური გამოყენება, ელექტრო-ნავიგაციურ რუკებზე მუშაობა; 
3. ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენების ვარჯიშები, ამოცანების ამოხსნა; 
4. უბედური შემთხვევებისას კავშირგაბმულობის გლობალური საზღვაო სისტემის გამოყენების ვარჯიში; 
5. სამანქანე განყოფილების ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციისა და მართვის, დაზიანებების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ვარჯიშები; 
6. ინდივიდუალური და კოლექტიური სამაშველო საშუალებების გამოყენების ვარჯიშები; 
7. ხანძართან და წყალთან ბრძოლის მეთოდების შესწავლა; 
8. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ვარჯიშები; 
აგრეთვე, უნივერსიტეტის საკუთრებაში მყოფ სასწავლო-საწვრთნელ გემ „ელიტას“ გამოყენებით რეალური ვარჯიშების ჩატარება. 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 13.12.18.