2015 წლის 27 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა დასაქმების სააგენტო ,,ეიჩარის“ წარმომადგენლებთან, რომლებმაც ბნსუ-ს სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია. მათ აუხსნეს დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს, რა საშუალებები და მექანიზმები გააჩნიათ მათი ხელშეწყობისათვის; ასევე, მისცეს რეკომენდაციები CV-ის სწირად შედგენასა და საკუთარი მონაცემების მართებულად რეპრეზენტაციასთან დაკავშირებით. 2015 წლის 8 მაისს ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“ გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომელშიც ბნსუ-ს სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.