2015 წლის 15 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახემწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აზერბაიჯანის მხარეს მემორანდუმის გაფორმებისას წარმოადგენდა აკადემიის პრორექტორი, ბატონი ზაჰიდ შარიფოვი, ხოლო ქართულ მხარეს - ბნსუ-ს რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი, პარმენ ხვედელიძე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ითავლისწინებს ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, აზერბაიჯანის სანაოსნოს გემებზე ბნსუ-ს სტუდენთათვის გეგმიური საცურაო პრაქტიკის უზრუნველყოფას, სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას.
მემორანდუმის თითოეული პუნქტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია ორთავე მახარისათვის.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში უკვე შემუშავებულია და აკრედიტაციისათვის წარდგენილია გემის მექანიკოსის ორენოვანი, ერთობლივი პროგრამა, რომელიც ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდება. ამჟამად, ამ მემორანდუმის გაფორმების შედეგად, უნივერსიტეტში შეიქმნება საზღვაო ნავიგაციის ორენოვანი პროგრამა, რომლის გავლის შედეგადაც, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სტუდენტს საშუალება მიეცემა ერთდროულად ორი ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომით დაადასტუროს საკუთარი კვალიფიკაცია.
ახალი ამბები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
