2015 წლის 5 ივნისს, 12 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, ქობულეთის შემოსავლელი გზისა და ჩოლოქი-სარფის მონაკვეთის ინსპექტირების ფარგლებში, ჩატარდა ვორკ-შოპი თემაზე ,,საქართველოს საავტომიბოლო გზები და მათი უსაფრთხოება“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა საგზაო უსაფრთხოების კონსულტანტი, ბატონი ფილიპ ჯორდანი (Road Safety International, ავსტრალია). ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზაბითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. შეხვედრა ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა ბნსუ-ს სტუდენტათვის. ფილიპ ჯორდანის პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ის ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ამგვარი შეხვედრა საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში მოეწყობა.