2015 წლის 24-25 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით ,,თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, კვლევები, ჰიპოთეზები“. კონფერენციაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, სლვაკეთის, პოლონეთის ინდოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მუშაობა ოთხი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: სტრატეგიული და კორპორაციული მართვა (სექცია 1), ინოვაციური ტექნოლოგიები ლოჯისტიკაში, თანამედროვე ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ფორმირება და ტრანსპორტის განვიტარების საკითხები (სექცია 2), ინფორმაციული ტექნოლოგიები ლოჯისტიკასა და მართვაში (სექცია 3), ცოდნის მენეჯმენტი (სექცია 4).
სხდომაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის ფარგლებში არჩეული იქნა ბნსუ-ს ოთხი საპატიო პროფესორი. კონფერენციის ნაშრომთა კრებული დაიბეჭდება 2015 წლის სექტემბრისათვის
ახალი ამბები
,,თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, კვლევები, ჰიპოთეზები“
