2 დეკემბერს, 14 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული და აჭარის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია სამხედრო მოსამსახურეებისათვის. ლექციას თემაზე ,,საბრძოლო სტრატეგია და ტაქტიკა ძველ საქართველოში" უძღვებოდა ბნსუ-ს პროფესორი, ისტორიკოსი, ქალბატონი ნაირა ტაბიძე.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში კიდევ 4 ამგვარი ლექციის ჩატარება იგეგმება.
საჯარო ლექცია სამხედროებისთვის
ახალი ამბები
საჯარო ლექცია სამხედრო მოსამსახურეებისათვის
