agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

2016 წლის 25 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის საერთაშორისო კონსურციუმის შექმნასთან დაკავშირებით (The international consortium of educational-scientific cooperation). შეთანხმება გაფორმდა საქართველოს (ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პოლონეთის (ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი), სლოვაკეთის (უსაფრთხოების მენეჯმენტის უნივერსიტეტი კოშიცეში და კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი), ჩეხეთისა (ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში) და უკრაინის (ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის. კონსორციუმის მიზანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობა, ინოვაციებისა და მიღწევების გაზიარება, საგანმანათლებლო პროცესის ერთობლივი სრულყოფა, განათლების ხარისხის ამაღლების პროცესში ურთიერთხელშეწყობა, საერთო სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება, სამეცნიერო მიღწევათა და თანამედროვე კვლევათა ურთიერთგაზიარება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლა, უნივეტსიტეტებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება, ერთობლივი სოციალური და კულტუტრული პროექტების განხორციელება და ა. შ. 
საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის საერთაშორისო კონსურციუმის წევრობა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისათვის.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 18.10.18.