agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

2016 წლის 6-7 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუსაო ვიზიტით ეწვია ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა, ქ. ნიკოლაევი) რექტორი, პროფესორი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბატონი სერგეი რიჟკოვი. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტების მიერ ერობლივად განხორციელებადი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ,,გემის ენერგეტიკული დანადგარები“ მონიტორინგის ფარგლებში, პროფესორი ს. რიჟკოვი შეხვდა პროგრამის ხელმძღვანელს ბნსუ-ს მხრიდან, ასევე, პროგრამის განმახორცილებელ პერსონალს; ბნსუ-სა და გეუ-ს რექტორებს შორის შედგა საქმიანი შეხვედრა, რომელზედაც განხილულ იქნა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ერთობლივ საგანამანათლებლო პროგრამაში შესული ცვლილებები. 
პროფ. ს. რიჟკოვის ვიზიტმა ნაყოფიერ, საქმიან და თბილ ვითარებაში ჩაიარა. 

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 29.09.18.