2016 წლის 25-26 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო მეზღვაურთა მომზადების ცენტრს ეწვია მიკრონეზიის ფედერაციული შტატების საერთაშორისო საზღვაო რეგისტრის წარმომადგენელი, საერთაშორისო საზღვაო ექსპერტი ბატონი ნელსონ ალმეიდა. ბატონ ალმეიდას ვიზიტის მიზანს შეადგენდა მიკრონეზიის საერთაშორისო საზღვაო რეგისტრის მიერ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მეზღვაურთა მომზადების საერთაშორისო ცენტრის აღიარება.
ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ალმეიდა დაწვრილებით გაეცნო ცენტრის დოკუმენტაციას, სასწავლო-საწვრთნელი კურსების პროგრამებს, დაათვალიერა ცენტრის აღჭურვილობა, ლაბორატორიები, სიმულატორები, აგრეთვე, სიმულატორებზე ვარჯიშების მიმდინარეობა, გაეცნო ინსტრუქტორთა შემადგენლობას. სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა ცენტრს; ნელსონ ალმეიდამ და ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ გამოკვეთეს თანამშრომლობის პერსპექტივები.
ახალი ამბები
ნელსონ ალმეიდას ვიზიტი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში
