agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

2016 წლის 3 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ,,ვიშეგრადის ხარისხის უზრუნველყოფის და ინტერნაციონალიზაციის მართვა უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგი ,,ხარისხის კულტურისა და ბრენდის შექმნა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“. ტრეინინგის უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი, ქალბატონი ასიკო ცინცაძე. ტრეინინგზე წარმოდგენილი და განხილული იქნა ხარისხის კულტურის კომპონენტები, მათი რეალიზაციისა და შეფასების გზები და ხერხები; მოხდა დაწესებულებათა შორის გამოცდილების გაზიარება. ტრენერმა და ტრეინინგის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე განათლების სისტემის იმ მხარეებზე, რომლებმაც ხელი უნდა შუწყონ უსდ-ების ბრენდირებასა და ხარისხის მაღალი კულტურის დამკვიდრებას.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ასიკო ცინცაძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 29.09.18.