agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

 

2016 წლის 24 ივნისს, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება. ღონისძიება გახსნა და შეკრებილთ მეზღვაურის დღე მიულოცა საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა მამუკა ახალაძემ.

ასევე, მეზღვაურის საერთაშორისო დღე მიულოცეს სტუმრებს კიროვოგრადის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, ბნსუ-ს საპატიო დოქტორმა, ქალბატონმა გალინა კუზმენკომ, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ბატონმა გივი ბაქრაძემ; შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, ფოთის პორტის კაპიტანმა, ბნსუ-ს გემწამყვანი კათედრის გამგემ, პროფესორმა ვახტანგ თავბერიძემ და სხვა სტუმრებმა. ღონისძიების ფარგლებში ბნსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნ. მიქელთაძემ წარადგინა ოქროს მედალი ,,დარგის ლიდერი“, რომელიც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა გადასცა. ასევე, ჯოლდოები გადაეცათ ბნსუ-ს თანამშრომლებს: კანცლერს, ქალბატონი ლალი ხვედელიძეს - მედალი ,,ეკონომიკის ვარსკვლავი“, გემთემქანიკის კათედრის გამგეს, პროფესორ როლანდ რიჩკოვს - მედალი ,,პროფესიული დამსახურებისათვის“, ლექტორს, ინსტრუქტორ ელდარ ნაკაშიძეს - სიგელი ,,წლის სპეციალისტი 2016“. კურსდამთავრებულთათვის დიპლომების საზეიმო გადაცემა ღონისძიების ყველაზე ამაღელვებელ და ემოციურ ნაწილად იქცა. მათ დიპლომები გადასცეს და უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება მიულოცეს ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მ/შ ეკატერინე მუსხაჯბამ. ღონისძიება გაგრძელდა საზეიმო ვახშმით. სტუდენტთათვის საგანგებოდ მოეწყო BBQ-party. მოწვეულმა ბენდმა განუმეორებელი განწყობა შეუქმნა შეკრებილთ. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 19.06.18.