agia kart
agia kart
avtorizacia
student
galerea

 

სასარგებლო ბმულები

ban1 ban2
ban3 ban4
ban5 ban6
Logo EN

 

2016 წლის 24 ივნისს, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ბნსუ-სა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (პარტნიორებთან ერთად) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქ¬ტიკული კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. კონფერენციას ესწრებოდნენ ბნსუ-ს უცხოელი პარტნიორები, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წამომადგენლები. სამეცნიერო ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა მამუკა ახლაძემ. შეკრებილთ, ასევე, მიესალმა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ერმილე მესხია. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალის ,,ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ მეროე ნომერში, რომელიც მთლიანად დაეთმობა აღნიშნულ ფორუმს. კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა მასპინძელი და თანაორგანიზატორი დაწესებულებებისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ერთობლივი საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ,,ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ პირველი ნომრის პრეზენტაციას. კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მეზღვაურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩეული იქნა კიროვოგრადის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფინანსებისა და აუდიტის კათედრის გამგე, ქალბატონი გალინა კუზმენკო. ქალბატონი გალინა არის მრავალი სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ის ფლობს წარჩინების მრავალ ჯილდოს. ქალბატონი გალინა კუზმენკო წლების მანძილზე ბნსუ-ს უცვლელი კონსულტანტია ეკონომიკური განათლების საკითხებში. ვულოცავთ ქალბატონ გალინას და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ურთიერთობათა ახალი ეტაპის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებებს.

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 13.12.18.