2016 წლის 13 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პერსონალის შეხვედრა, სადაც ხარისხის მენეჯერის ო.ცინცაძის მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ახალ ვერსიაზე ISO 9001:2015 გადასვლასთან დაკავშირებით. განხილულ იქნა ცვლილებები, ასევე პროცესული მიდგომა (PDCA), ხარისხის მენეჯმენტის სხვა პრინციპები და რისკებზე ორიენტირებული აზროვნება. დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები სერტიფიკაციისთვის მოსამზადებლად.